https://sputnik-georgia.com/20251203/qrtamis-agebis-paqtze-mebaje-daakaves-296047616.html
დააკავეს მებაჟე, რომელმაც ქრთამის სანაცვლოდ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია გასცა
დააკავეს მებაჟე, რომელმაც ქრთამის სანაცვლოდ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია გასცა
Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებისგან. 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T14:45+0400
2025-12-03T14:45+0400
2025-12-03T14:45+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22817/13/228171394_0:62:1200:737_1920x0_80_0_0_010ba32bf1ff0efa6686f998863690bc.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე-ოფიცერი თანამდებობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა.კერძოდ, ბრალდებულმა კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 ათასი დოლარის ოდენობით თანხა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. საჯარო მოხელე ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს, ხოლო თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22817/13/228171394_69:0:1133:798_1920x0_80_0_0_1059911c54d35ae5267137f5fe725f82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დააკავეს მებაჟე, რომელმაც ქრთამის სანაცვლოდ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია გასცა
საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებისგან.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე-ოფიცერი თანამდებობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა.
კერძოდ, ბრალდებულმა კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 ათასი დოლარის ოდენობით თანხა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება.
საჯარო მოხელე ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს, ხოლო თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.