საქართველოს ოქროს ხანა და მონობაში გაყიდული ათასობით ქართველი – ვიდეო

გამოწერა
„მამლუქი“ არაბული სიტყვაა და „თეთრ მონას“ ნიშნავს, ისინი ძვირად ფასობდნენ და მათი შერჩევა მკაცრად ხდებოდა. მოგვიანებით, ამ სიტყვამ „უბადლო მეომრის“ მნიშვნელობა შეიძინა, რადგანაც ეგვიპტის მმართველები მონებს ჯარისკაცებად იყენებდნენ.
სალადინის მამლუქებს შორის ბევრი ქართველი იყო, ეგვიპტის სულთანმა თურან-შაჰმა ქართველებისა და ჩერქეზებისგან ცალკე რაზმი შექმნა. მემატიანეს ცნობით, შუა საუკუნეებში მარტო დასავლეთ საქართველოდან ყოველწლიურად 12-13 ათასი მონა გაჰყავდათ და ოსმალეთსა და ეგვიპტეში ჰყიდდნენ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოდან გატაცებულ და ტყვედ აყვანილ პირებს, ისინი ძირითადად ირანსა და ერაყში გადაჰყავდათ. 1177 წელს მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყება მოხდა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, აჯანყებულთა ნაწილი მონებად გაყიდეს. ზოგიერთი ტყვე მონად გაიყიდა თამარ მეფის მიერ იმ ჯარზე გამარჯვების შემდეგ, რომელსაც მისი ყოფილი ქმარი იური ბოგოლიუბსკი რამდენიმე ქართველ ფეოდალთან ერთად ხელმძღვანელობდა.
გლეხებს, რომლებსაც ვალების გადახდა არ შეეძლოთ, მონობაში გაყიდვითაც ემუქრებოდნენ. ფეოდალურ ხანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ათასობით ქართველი უცხო მიწაზე აღმოჩნდა. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, იმ წლებში საქართველოში ოქროს ხანა იყო და ქვეყანა დასავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0