https://sputnik-georgia.com/20251203/isani-komportis-direqtori-daakavesw-296047854.html
„ისანი კომფორტის“დირექტორმა 73 მოქალაქის კუთვნილი 3,5 მლნ ლარი მიითვისა
„ისანი კომფორტის“დირექტორმა 73 მოქალაქის კუთვნილი 3,5 მლნ ლარი მიითვისა
Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და 49,99%-იანი წილის მფლობელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T15:43+0400
2025-12-03T15:43+0400
2025-12-03T15:43+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტის“ დირექტორსა და 49,99%-იანი წილის მფლობელს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. გამოძიების ცნობით, სამშენებლო კომპანია „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა. საქმიანობის წარმოების პროცესში კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით ბრალდებულმა სხვადასხვა კომპანია დააფუძნა, რის შემდეგაც „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი თანხა (ჯამში 3.596,254 ლარი) პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა. გარდა ამისა, ბრალდებულმა „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 ათას ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებები სხვა პირებზე გაყიდა. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 182-ე (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 180-ე (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) მუხელბით წარედგინება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველოს პროკურატურა
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველოს პროკურატურა
„ისანი კომფორტის“დირექტორმა 73 მოქალაქის კუთვნილი 3,5 მლნ ლარი მიითვისა
სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და 49,99%-იანი წილის მფლობელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტის“ დირექტორსა და 49,99%-იანი წილის მფლობელს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
გამოძიების ცნობით, სამშენებლო კომპანია „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა. საქმიანობის წარმოების პროცესში კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით ბრალდებულმა სხვადასხვა კომპანია დააფუძნა, რის შემდეგაც „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი თანხა (ჯამში 3.596,254 ლარი) პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.
„დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით 160 ათას დოლარად და 23,290 ლარად ღირებული უძრავი ქონებები და 83.560 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეიძინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ბრალდებულმა „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 ათას ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებები სხვა პირებზე გაყიდა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 182-ე (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 180-ე (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) მუხელბით წარედგინება.