ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2025
გამოწერა
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,92% შეადგინა.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით 65,57 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12,15 მლრდ ლარით ანუ 0,02%-ით მეტია 1-ელი ნოემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 555,88 მლნ ლარით, ანუ 1,81%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 543,73 მლნ ლარით, ანუ 1,56%-ით შემცირდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით 51,22% შეადგინა, რაც 0,46 პროცენტული პუნქტით ეტია 1-ელი ოქტომბრისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,92% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,01% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,42%.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
ყველა ახალი ამბავი
0