https://sputnik-georgia.com/20251203/bagebis-agsazrdelebs-saaxalwlo-nobatebi-daurigdebat-296049425.html
მერია: საბავშვო ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელს განახლებული საახალწლო ნაკრები გადაეცემა
მერია: საბავშვო ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელს განახლებული საახალწლო ნაკრები გადაეცემა
Sputnik საქართველო
მერის განცხადებით, ბავშვები ათი სახეობის ტკბილეულსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრებს მიიღებენ. 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T17:34+0400
2025-12-03T17:34+0400
2025-12-03T17:34+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძის განცხადებით, საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის. თბილისის მერის ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრების შეტანა ბაღებში უკვე დაწყებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე დასრულდება. თბილისში 190-მდე საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც 60 ათასამდე ბავშვს ემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: საბავშვო ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელს განახლებული საახალწლო ნაკრები გადაეცემა
მერის განცხადებით, ბავშვები ათი სახეობის ტკბილეულსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრებს მიიღებენ.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის.
„ვცდილობთ, ყოველწლიურად გარკვეული სიახლე შევიტანოთ ნობათების შემადგენლობაში. თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის ათი სახეობის ტკბილეულს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრების შეტანა ბაღებში უკვე დაწყებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე დასრულდება.
თბილისში 190-მდე საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც 60 ათასამდე ბავშვს ემსახურება.