https://sputnik-georgia.com/20251202/socialurad-daucvel-pirta-dasaqmebis-programa-agar-gagrzeldeba-296039680.html
ფინანსთა სამინისტრო: სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა დასრულდა
ფინანსთა სამინისტრო: სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა დასრულდა
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პროგრამის დაწყების პერიოდისგან განსხვავებით, დღეს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტია. 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T21:12+0400
2025-12-02T21:12+0400
2025-12-02T21:52+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/74/234097405_0:90:1500:934_1920x0_80_0_0_38392e015f5ba7f9f1f78b5b5788c628.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა ამოიწურა, შესაბამისად, იგი არსებული ფორმით აღარ გაგრძელდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტში ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა 4 წლის განმავლობაში შემწეობის შენარჩუნების პარალელურად სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმება. ხელფასის ოდენობა 300 ლარს შეადგენდა.მისი თქმით, ამ პროგრამის დაწყების პერიოდისგან განსხვავებით, დღეს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტია.„მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი COVID-19-დან გამომდინარე, გაზრდილი იყო. დღეს ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტია. ბევრი კომპანია სწორედ ამას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, ის, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ეს ადამიანი დავასაქმოთ და შრომის ბაზარს კიდევ უფრო მეტი დეფიციტი შევუქმნათ, არ იქნება სწორი", - აღნიშნა კაკაურიძემ.მისი თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი პირების კერძო სექტორში დასაქმებას საჭიროების შემთხვევაში მათი გადამზადებით და სხვა მიმართულებებით.„თუ რაიმე დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ადამიანებს, ეს იქნება მხოლოდ მათი გადამზადება, იმისათვის, რომ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, სადაც დეფიციტი რეალურად არსებობს, შეეძლოთ დასაქმება“, - განაცხადა კაკაურიძემ.სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებდა და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებდნენ. 2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 18,1%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/74/234097405_255:0:1500:934_1920x0_80_0_0_88c6bcc5d51961078fda7ff22d75a0aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა დასრულდა
21:12 02.12.2025 (განახლებულია: 21:52 02.12.2025) მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პროგრამის დაწყების პერიოდისგან განსხვავებით, დღეს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტია.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა ამოიწურა, შესაბამისად, იგი არსებული ფორმით აღარ გაგრძელდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტში ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა 4 წლის განმავლობაში შემწეობის შენარჩუნების პარალელურად სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმება. ხელფასის ოდენობა 300 ლარს შეადგენდა.
„რაც შეეხება ამ პროგრამას, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ის ოთხწლიან ციკლზე იყო გათვლილი, რის შესახებაც არაერთხელ განვაცხადე, როდესაც პირველად მოხდა პროგრამის გათვალისწინება ბიუჯეტში“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, ამ პროგრამის დაწყების პერიოდისგან განსხვავებით, დღეს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტია.
„მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი COVID-19-დან გამომდინარე, გაზრდილი იყო. დღეს ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტია. ბევრი კომპანია სწორედ ამას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, ის, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ეს ადამიანი დავასაქმოთ და შრომის ბაზარს კიდევ უფრო მეტი დეფიციტი შევუქმნათ, არ იქნება სწორი", - აღნიშნა კაკაურიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი პირების კერძო სექტორში დასაქმებას საჭიროების შემთხვევაში მათი გადამზადებით და სხვა მიმართულებებით.
„თუ რაიმე დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ადამიანებს, ეს იქნება მხოლოდ მათი გადამზადება, იმისათვის, რომ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, სადაც დეფიციტი რეალურად არსებობს, შეეძლოთ დასაქმება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებდა და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებდნენ.
2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 18,1%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა.