შატილისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2025
გამოწერა
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, აღნიშნული საავტომობილო გზის 66–106-ე კმ მონაკვეთზე (ხახმატი–შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 53-65-ე კმ მონაკვეთზე (კორშა-ხახმატი) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის 1-52-ე კმ (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0