სარფში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2025
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 83.879 ლარი შეადგინა.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 386 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 83.879 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0