როგორ ებრძვის საქართველო შიდსის გავრცელებას - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში უკვე მრავალი წელია შიდსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ანტირეტროვირუსულ თერაპიას (ARV-თერაპიას) და მასზე საყოველთაო წვდომას, რამაც გამოიწვია შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
2011 წლიდან ქვეყანაში შიდსის ერთიანი ეროვნული საინფორმაციო სისტემა მოქმედებს. საქართველოში სხვადასხვა პრევენციული ზომები ტარდება, თუმცა, ბოლო წლებში ქვეყანაში აივ-ინფექციის შემთხვევები გაიზარდა.
2020 წლისთვის ვირუსის მატარებლების დაახლოებით 76%-მა იცოდა თავისი სტატუსის შესახებ, თუმცა, მათგან მხოლოდ 65%-მა გაიარა ARV-თერაპია. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული თერაპია დანერგა. უფრო მეტიც, აივ-ტესტირება, ძირითადად, ნებაყოფლობით ტარდება. სპეციალისტები თვლიან, რომ დროულ მკურნალობას ადამიანების არასაკმარისი რაოდენობა იტარებს.
ყველა ახალი ამბავი
0