https://sputnik-georgia.com/20251202/peskovi-trampis-gegma-sheizleba-kargi-iyos-296036945.html
პესკოვი: ტრამპის გეგმა შეიძლება კარგი საფუძველი იყოს კონფლიქტის დარეგულირებაზე სამუშაოდ
პესკოვი: ტრამპის გეგმა შეიძლება კარგი საფუძველი იყოს კონფლიქტის დარეგულირებაზე სამუშაოდ
Sputnik საქართველო
პესკოვმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ვაშინგტონის შუამავლობას „ძალიან ეფექტური“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით დასრულდება. 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T17:49+0400
2025-12-02T17:49+0400
2025-12-02T17:49+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273002484_0:239:2789:1808_1920x0_80_0_0_f0c1f93487900d6c3bea37a5d864ac5b.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინასთან დაკავშირებული გეგმა კარგი საფუძველია კონფიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე სამუშაოდ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს, ინდური მედიისთვის Sputnik India-ს მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე.მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა მოამზადა. მედიის ცნობით, თავდაპირველად იგი 28 პუნქტისგან შედგებოდა. 21 ნოემბერს გამართულ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დოკუმენტი შეიძლება უკრაინაში კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საფუძველი გახდეს და ამასთან აღნიშნა, რომ გეგმა საჯაროდ არ განხილულა.საერთო ჯამში, მან უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ვაშინგტონის შუამავლობას „ძალიან ეფექტური“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით დასრულდება.ამასთან, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ შეთანხმებამ კონფლიქტის თავდაპირველი მიზეზები უნდა აღმოფხვრას.კრემლის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს აუცილებელია ბევრი საკითხი გადაიჭრას, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანება და მის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგება, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია დაიცვას ალასკაში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დროს აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში.„ჩვენ კვლავინდებურად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ გადავუხვიოთ ანკორიჯში მიღწეულ შეთანხმებებს“, - განაცხადა რიაბკოვმა და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს ეს არაერთხელ და საჯაროდ განუცხადეს.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273002484_30:0:2759:2047_1920x0_80_0_0_c670881b4f0830b4d980ab85d554c68f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
პესკოვი: ტრამპის გეგმა შეიძლება კარგი საფუძველი იყოს კონფლიქტის დარეგულირებაზე სამუშაოდ
პესკოვმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ვაშინგტონის შუამავლობას „ძალიან ეფექტური“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით დასრულდება.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინასთან დაკავშირებული გეგმა კარგი საფუძველია კონფიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე სამუშაოდ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს, ინდური მედიისთვის Sputnik India-ს მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე.
მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა მოამზადა. მედიის ცნობით, თავდაპირველად იგი 28 პუნქტისგან შედგებოდა. 21 ნოემბერს გამართულ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დოკუმენტი შეიძლება უკრაინაში კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საფუძველი გახდეს და ამასთან აღნიშნა, რომ გეგმა საჯაროდ არ განხილულა.
„ტრამპის გეგმა კარგი საფუძველია ამისთვის ( მშვიდობიანი მოგვარებისთვის) და ვიმედოვნებთ, რომ ამის დაცვას შევძლებთ“, - განაცხადა პესკოვმა.
საერთო ჯამში, მან უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ვაშინგტონის შუამავლობას „ძალიან ეფექტური“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით დასრულდება.
ამასთან, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ შეთანხმებამ კონფლიქტის თავდაპირველი მიზეზები უნდა აღმოფხვრას.
„ჩვენს პრეზიდენტს (ვლადიმირ პუტინს - Sputnik.) სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღების საწყისი მიზეზები ჰქონდა. და ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ამ საწყისი მიზეზების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს აუცილებელია ბევრი საკითხი გადაიჭრას, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანება და მის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგება, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.
ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია დაიცვას ალასკაში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დროს აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში.
„ჩვენ კვლავინდებურად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ გადავუხვიოთ ანკორიჯში მიღწეულ შეთანხმებებს“, - განაცხადა რიაბკოვმა და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს ეს არაერთხელ და საჯაროდ განუცხადეს.