https://sputnik-georgia.com/20251202/mtavroba-ori-sauniversiteto-qalaqis-msheneblobas-iwyebs-296039884.html
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
Sputnik საქართველო
სოხაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის... 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T22:00+0400
2025-12-02T22:00+0400
2025-12-02T22:11+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_0:88:1680:1033_1920x0_80_0_0_51a8e25326200c374de643588d1878ed.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ მშენებლობა ნფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. პროექტი განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმის ფარგლებში.მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება - 210 მილიონი ლარი.ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განავითარებს რეგიონების პოტენციალს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_94:0:1587:1120_1920x0_80_0_0_19adecdff08f28a0160eb8d46c7d54c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
22:00 02.12.2025 (განახლებულია: 22:11 02.12.2025) სოხაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ მშენებლობა ნფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. პროექტი განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმის ფარგლებში.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორი საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გააძლიერებს განათლების სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ სოხაძემ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება - 210 მილიონი ლარი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განავითარებს რეგიონების პოტენციალს.