არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Courtesy of Roads Department of Georgiaმდინარე არაგვზე ხიდის რეაბილიტაცია
მდინარე არაგვზე ხიდის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2025
გამოწერა
მდინარე არაგვის ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მდინარე არაგვის ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2 დეკემბრიდან 10 დღის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (თბილისი-სენაკის მიმართულება) დაზიანებული სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოებია.
ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა, რომლის სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო, ვერ ხერხდება
ყველა ახალი ამბავი
0