https://sputnik-georgia.com/20251201/prokuraturam-2-pirs-brali-warudgina-296020639.html
დაზარალებულს 50 ათას დოლარს სძალავდნენ: პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
დაზარალებულს 50 ათას დოლარს სძალავდნენ: პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 01.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-01T19:31+0400
2025-12-01T19:31+0400
2025-12-01T19:31+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თანხის გამოძალვის მიზნით, დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50ათას დოლარს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელ მძიმე შედეგზე აფრთხილებდნენ, მათ შორის სიკვდილით იმუქრებოდნენ. იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული მუქარის სისრულეში მოყვანა საფუძვლიანი ყოფილიყო, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს დაზარალებულის ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაწვეს.გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართადამცველებმა ორივე პირი დააკავეს.ერთ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით ( სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად) წარედგინა, რაც 7 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მეორე დაკავებულს კი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით ( გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად), წარედგინა, რაც 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დაზარალებულს 50 ათას დოლარს სძალავდნენ: პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თანხის გამოძალვის მიზნით, დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50ათას დოლარს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელ მძიმე შედეგზე აფრთხილებდნენ, მათ შორის სიკვდილით იმუქრებოდნენ.
იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული მუქარის სისრულეში მოყვანა საფუძვლიანი ყოფილიყო, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს დაზარალებულის ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაწვეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართადამცველებმა ორივე პირი დააკავეს.
ერთ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით ( სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად) წარედგინა, რაც 7 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე დაკავებულს კი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით ( გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად), წარედგინა, რაც 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.