https://sputnik-georgia.com/20251201/mecxoveleoba-saqartveloshi-bolo-monacemebi-296008279.html
მეცხოველეობა საქართველოში: ბოლო მონაცემები
მეცხოველეობა საქართველოში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხორცის წარმოება 9%-ით შემცირდა და 18,1 ათასი ტონა შეადგინა. 01.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-01T11:39+0400
2025-12-01T11:39+0400
2025-12-01T11:39+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_8fb0bd0b7ce71cc6daab8f2d3b399624.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3,7%-ით შემცირდა და 812,2 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.უწყების მონაცემებით, ამ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 389,2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5,2%-ით ჩამორჩება.ღორის რაოდენობამ 182,5 ათასი სული შეადგინა, რაც 18,1 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ივლის-სექტემბრის მაჩვენებელზე.ამასთან, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 10 მილიონი ფრთა შეადგინა.მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებამიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხორცის წარმოება 9%-ით შემცირდა და 18,1 ათასი ტონა შეადგინა.„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოებამ 156 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9,1 პროცენტით ნაკლებია.საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 170,9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,1%-ით მეტია.პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 63,7ათასი სული გავიდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36,4%-ით მეტია. ამავე დროს იმპორტი შემცირდა 50%-ით და 2,9 ათასი სული შეადგინა.ფრინველის ექსპორტმა შეადგინა 1,5 მლნ სული (-50,5%), შემოტანილია 1,8 მლნ (-18,5%).საქართველოდან ფრინველის ექსპორტი 37,5%-ით შემცირდა და 956,7 ათასი სული შეადგინა, იმპორტი კი 5,8%-ით შემცირდა და 1,4 მილიონ სულს მიაღწია.ღორის იმპორტი გაიზარდა 6,6%-ით და 55,1ათასი სული შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში გავიდა1,8 ათასი სული, მაშინ როცა 2024 წელს ღორის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_90e82a136d2f2608b11575dc2e1f4010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
მეცხოველეობა საქართველოში: ბოლო მონაცემები
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხორცის წარმოება 9%-ით შემცირდა და 18,1 ათასი ტონა შეადგინა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3,7%-ით შემცირდა და 812,2 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, ამ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 389,2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5,2%-ით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობამ 182,5 ათასი სული შეადგინა, რაც 18,1 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ივლის-სექტემბრის მაჩვენებელზე.
ამასთან, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 10 მილიონი ფრთა შეადგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხორცის წარმოება 9%-ით შემცირდა და 18,1 ათასი ტონა შეადგინა.
„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოებამ 156 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9,1 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 170,9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,1%-ით მეტია.
პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი
2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 63,7ათასი სული გავიდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36,4%-ით მეტია. ამავე დროს იმპორტი შემცირდა 50%-ით და 2,9 ათასი სული შეადგინა.
ფრინველის ექსპორტმა შეადგინა 1,5 მლნ სული (-50,5%), შემოტანილია 1,8 მლნ (-18,5%).
საქართველოდან ფრინველის ექსპორტი 37,5%-ით შემცირდა და 956,7 ათასი სული შეადგინა, იმპორტი კი 5,8%-ით შემცირდა და 1,4 მილიონ სულს მიაღწია.
ღორის იმპორტი გაიზარდა 6,6%-ით და 55,1ათასი სული შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში გავიდა1,8 ათასი სული, მაშინ როცა 2024 წელს ღორის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა