https://sputnik-georgia.com/20251201/budapeshtshi-kaladzis-viziti-daiwyo-296018535.html
ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისის მერი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, 01.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-01T16:39+0400
2025-12-01T16:39+0400
2025-12-01T16:39+0400
საქართველო
უნგრეთი
თბილისის მერია
კახა კალაძე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, კალაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.კალაძის თქმით, კონფერენციაზე საუბარი ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.რაც შეეხება კონფერენციას, თბილისის მერის თქმით, ქართული მხარე დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს მიმოიხილავს, მათ შორის, მთავარი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება იქნება.„დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები - შეძენილი გვაქვს ახალი ვაგონები, რომლებიც 2026 წლიდან დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მოვისმენთ, თუ როგორ უპასუხეს მსგავს გამოწვევებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.თბილისის მერი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, თბილისის მერია, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, თბილისის მერია, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
თბილისის მერი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა,
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, კალაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.
კალაძის თქმით, კონფერენციაზე საუბარი ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.
„მოხარული ვარ, რომ დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები ჩვენს მეგობარ უნგრეთში. მაქვს პატივი, სიტყვით გამოვიდე ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზეც, სადაც საუბარი ძირითადად შეეხება ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებს. მოგვიანებით მექნება შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კონფერენციას, თბილისის მერის თქმით, ქართული მხარე დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს მიმოიხილავს, მათ შორის, მთავარი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება იქნება.
„დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები - შეძენილი გვაქვს ახალი ვაგონები, რომლებიც 2026 წლიდან დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მოვისმენთ, თუ როგორ უპასუხეს მსგავს გამოწვევებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.