https://sputnik-georgia.com/20251201/bankebis-mier-gacemuli-kreditebis-odenoba-gaizarda-296019626.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
Sputnik საქართველო
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 01.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-01T20:34+0400
2025-12-01T20:34+0400
2025-12-01T20:34+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769306_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_3d2c008b9762d398b96c7a637c14c5d5.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 507,77 მლნ ლარით, ანუ 0,75%-ით გაიზარდა და 1-ელი ნოემბრისთვის 68,03 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში. საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 470,13 მილიონი ლარით, ანუ 1,21%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 37,64 მილიონი ლარით, ანუ 0,13%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,82 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 0,29-ით მეტია. 2025 წლის ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,08%-ით, ანუ 378,83 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, 35,52 მლრდ ლარი შეადგინა ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად. ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,03% შეადგინა, რაც 0,26 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მაჩვენებელზე. ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769306_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_af2a7acb83307a5ff20d7534a7e4f269.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 507,77 მლნ ლარით, ანუ 0,75%-ით გაიზარდა და 1-ელი ნოემბრისთვის 68,03 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 470,13 მილიონი ლარით, ანუ 1,21%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 37,64 მილიონი ლარით, ანუ 0,13%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,82 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 0,29-ით მეტია.
2025 წლის ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,08%-ით, ანუ 378,83 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, 35,52 მლრდ ლარი შეადგინა ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,03% შეადგინა, რაც 0,26 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.