https://sputnik-georgia.com/20251201/aleko-elisashvils-patimroba-sheeparda-296016630.html
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
შსს-მ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, 29 ნოემბერს დააკავა. 01.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-01T14:24+0400
2025-12-01T14:24+0400
2025-12-01T14:30+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324611_0:48:1280:769_1920x0_80_0_0_ebd99f92e361f1f56a073af730bea63f.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.პროკურატურამ ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შუამდლომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი პოლიტიკოსის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა.შსს-მ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, 29 ნოემბერს დააკავა. ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის თქმით, პოლიტიკოსი ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, მისი ქმედება კი პროტესტის გააზრებული ფორმა იყო.30 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალდება სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 10-დან 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.შსს-ის ინფორმაციით, ელისაშვილისთვის ხელის შეშლა სასამართლოს მანდატურებმა სცადეს, რომლებსაც პოლიტიკოსმა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324611_81:0:1218:853_1920x0_80_0_0_fd65874a990fde3ad8d95b7cb92d5e32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
14:24 01.12.2025 (განახლებულია: 14:30 01.12.2025) შსს-მ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, 29 ნოემბერს დააკავა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პროკურატურამ ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შუამდლომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი პოლიტიკოსის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა.
„მინდოდა, ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობის, რეპრესიისთვის და ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაში არის, რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ. რაღაც სისულელეს მაბრალებთ, ვინმეს მოკვლა რომ მნდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღას. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, ყველაფერი წინასწარ მოვამზადე“, – განაცხადა ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე.
შსს-მ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, 29 ნოემბერს დააკავა. ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის თქმით, პოლიტიკოსი ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, მისი ქმედება კი პროტესტის გააზრებული ფორმა იყო.
30 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალდება სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 10-დან 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
შსს-ის ინფორმაციით, ელისაშვილისთვის ხელის შეშლა სასამართლოს მანდატურებმა სცადეს, რომლებსაც პოლიტიკოსმა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.