https://sputnik-georgia.com/20251127/vaxustis-xididan-giorgi-saakazis-moednis-mimartulebit-baslaini-moewyoba-295970433.html
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით "ბასლაინი" მოეწყობა
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით "ბასლაინი" მოეწყობა
Sputnik საქართველო
სამუშაოები 28 ნოემბრეს დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება. 27.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-27T14:19+0400
2025-11-27T14:19+0400
2025-11-27T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24423/50/244235018_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_0225093d17c02e2bb1e1b99264e8b478.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება. "ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს", - აღნიშნა კალაძემ.პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24423/50/244235018_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_19c6d4b5f6399f8ea396a8576abbfe07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით "ბასლაინი" მოეწყობა
სამუშაოები 28 ნოემბრეს დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
"სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება", - განაცხადა თბილისის მერმა.
სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.
"ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს", - აღნიშნა კალაძემ.
პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ.