https://sputnik-georgia.com/20251127/profesiuli-saswavleblebi-sakutari-produqciis-realizebas-sezleben-295966275.html
პროფესიული სასწავლებლები საკუთარი შექმნილი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ
პროფესიული სასწავლებლები საკუთარი შექმნილი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ
Sputnik საქართველო
როგორც მოსალოდნელია, პროდუქციის რეალიზაცია ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ სამეწარმეო და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას. 27.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-27T09:36+0400
2025-11-27T09:36+0400
2025-11-27T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/10/240101037_0:97:2000:1222_1920x0_80_0_0_386742494fbda9d13f49e9ce07aa2c82.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პროფესიული სასწავლებლების ნაწილი სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქციის გაყიდვიდან მოგების მიღებას შეძლებს, შესაბამისი ცვლილებები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში პირველი მოსმენით მიიღეს.ნებართვა გავრცელდება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული სასწავლებლებზე.საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ: შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; სხვა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან/და წესდებით.კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებას აქვს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ეკონომიკურ მდგრადობასა და შრომის ბაზარზე.კანონპროექტის ავტორების ვარაუდით, პროდუქციის რეალიზაცია ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ სამეწარმეო და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს პოზიტიურად აისახება კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელზე, ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და მოტივაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/10/240101037_120:0:1880:1320_1920x0_80_0_0_f27ff9dab34ebaa777e95e57e558264c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
პროფესიული სასწავლებლები საკუთარი შექმნილი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ
როგორც მოსალოდნელია, პროდუქციის რეალიზაცია ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ სამეწარმეო და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პროფესიული სასწავლებლების ნაწილი სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქციის გაყიდვიდან მოგების მიღებას შეძლებს, შესაბამისი ცვლილებები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში პირველი მოსმენით მიიღეს.
ნებართვა გავრცელდება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული სასწავლებლებზე.
საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ: შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; სხვა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან/და წესდებით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებას აქვს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ეკონომიკურ მდგრადობასა და შრომის ბაზარზე.
„დაწესებულებებს გაეზრდებათ შემოსავლები (შესაძლოა წლიურად 1 მილიონ ლარს გადააჭარბოს) , რაც შეამცირებს სახელმწიფო დაფინანსების საჭიროებას და უზრუნველყოფს დამატებით რესურსს ინსტიტუციური განვითარებისათვის“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორების ვარაუდით, პროდუქციის რეალიზაცია ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ სამეწარმეო და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს პოზიტიურად აისახება კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელზე, ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და მოტივაციას.