იმერეთში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 22 წლის მამაკაცი დააკავა

© Sputnik / Levan Avlabreliაბები, ნარკოტიკები
აბები, ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2025
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0