https://sputnik-georgia.com/20251127/dedaqalaqsi-saaxalwlo-ikuminaciebi-12-dekembers-sazeimod-ainteba-295970033.html
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
Sputnik საქართველო
წელს "საახალწლო ქალაქი" და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. 27.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-27T13:39+0400
2025-11-27T13:39+0400
2025-11-27T13:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285459151_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_532b1ae6aff575c480b04a93db8350a8.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად იზღუდება მოძრაობა. კალაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში. თბილისის ხელისუფლება "ახალი წლის ქალაქის" მოწყობაზე, ილუმინაციებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. წელს "საახალწლო ქალაქი" და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია "საახალწლო ქალაქის" მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285459151_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_c5cd73d69b7afee8628ee14e2212711c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
წელს "საახალწლო ქალაქი" და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად იზღუდება მოძრაობა.
კალაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
"მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია", – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის ხელისუფლება "ახალი წლის ქალაქის" მოწყობაზე, ილუმინაციებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
წელს "საახალწლო ქალაქი" და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია "საახალწლო ქალაქის" მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით გეგმავს.