დამტკიცებულია: საქართველოს მოქალაქის პასპორტში თითის ანაბეჭდი გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2025
გამოწერა
ინფორმაცია თითის ანაბეჭდების შესახებ, ისევე როგორც სხვა ინფორმაცია, არის კონფიდენციალური და გასაჯაროებას არ ექვემდებარება
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემის ახალი წესები, - დოკუმენტებში თითის ანაბეჭდები გაჩნდება.
შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობებში, დროებით ან მუდმივ ბინადრობის ნებართვებსა და პასპორტებში არსებულ ინფორმაციას თითის ანაბეჭდები დაემატება.
ამჟამად, პირადობის მოწმობები მოიცავს ინფორმაციას სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, დაბადების ადგილისა და გამცემი ორგანოს შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირს აქვს სპეციალური უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელზეც მიბმულია მათი პირადი ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ანგარიშები, მართვის მოწმობა და ინფორმაცია ქონების შესახებ.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, დოკუმენტებს დაემატება QR კოდი, რომელიც შეიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას და ასევე მონაცემებს თითის ანაბეჭდების შესახებ.
2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება თითის ანაბეჭდის ერთიანი მონაცემთა ბანკის შექმნის შესახებ. ინფორმაცია თითის ანაბეჭდების შესახებ, სხვა პერსონალური ინფორმაციის მსგავსად, კონფიდენციალურია და გამჟღავნებას არ ექვემდებარება.
საქართველოში დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში ან შსს-ს მომსახურების სააგენტოში, საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის მიუხედავად. დამატებით რაიმე დოკუმენტების ან ფოტოს წარდგენა საჭირო არ არის.
ვინც პირადობის მოწმობას პირველად იღებას, წარადგენს დაბადების მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება ხდება ელექტრონულად, ადგილზე.
დოკუმენტები გაიცემა განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და დოკუმენტის იმავე დღეს მიღება. პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
ყველა ახალი ამბავი
0