https://sputnik-georgia.com/20251127/dainteresebuli-pirebi-tbilissi-msenebare-obieqtebze-informacias-eleqtronulad-gadaamowmeben-295973911.html
დაინტერესებული პირები თბილისში მშენებარე ობიექტებზე ინფორმაციას ელექტრონულად გადაამოწმებენ
დაინტერესებული პირები თბილისში მშენებარე ობიექტებზე ინფორმაციას ელექტრონულად გადაამოწმებენ
Sputnik საქართველო
მერის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. 27.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-27T15:48+0400
2025-11-27T15:48+0400
2025-11-27T15:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486600_0:0:2947:1659_1920x0_80_0_0_dadfa5cc54edafea5f05f48c12d60e07.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. დღეიდან თბილისში მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ინტერაქტიულ რუკაზეა შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მერის განცხადებით, თბილისის ინტერაქტიურ რუკაზე დღეიდან განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული. ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით ელექტრონულად ინტერაქტიურ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ. ბოლო წლებში შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულება გაამკაცრა-გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486600_124:0:2855:2048_1920x0_80_0_0_469683c35245dac25057ee3cd94c1962.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
დაინტერესებული პირები თბილისში მშენებარე ობიექტებზე ინფორმაციას ელექტრონულად გადაამოწმებენ
მერის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. დღეიდან თბილისში მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ინტერაქტიულ რუკაზეა შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერის განცხადებით, თბილისის ინტერაქტიურ რუკაზე დღეიდან განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია.
"უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ ახალაშენებულ ობიექტებში", - აღნიშნა მერმა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული.
ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით ელექტრონულად ინტერაქტიურ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ.
ბოლო წლებში შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულება გაამკაცრა-გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.