https://sputnik-georgia.com/20251126/saidan-igebs-inpormacias-mosaxleoba-295937910.html
სოცქსელი ტრადიციული მედიის წინააღმდეგ: საიდან იღებს მოსახლეობა ინფორმაციას?
სოცქსელი ტრადიციული მედიის წინააღმდეგ: საიდან იღებს მოსახლეობა ინფორმაციას?
Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან იღებს. ქვეყანაში ბევრი მედიასაშუალებაა - ტელეკომპანიები... 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T19:25+0400
2025-11-26T19:25+0400
2025-11-26T19:25+0400
საქართველო
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1a/295958826_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_cf32bfaec7059d6f53ba0724cef92f01.jpg
საქართველოში 120-ზე მეტი ტელეარხია, აქედან, 20-ზე მეტი - ნაციონალური, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ. თუმცა, ბოლო წლებში ტრადიციული მედიასაშუალებები სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა. კომუნიკაციის, მუშაობისა და ბიზნესის გარეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ ქსელად Facebook რჩება. დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, მისით გამოკითხული რესპონდენტების 78% სარგებლობს, Youtube-ით - 54%, Instagram-ით – 29%, Viber-ით – 23%, WhatsApp-ით დაახლოებით – 20%.სოციალური პლატფორმები გამოიყენება არა მხოლოდ მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, არამედ ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლისთვის.მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ცენზურის დონე დაბალია და ადამიანები არ იდევნებიან მოსაზრებებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოს 2025 წლის რეიტინგი 74 ქულით 100-დან 70-მდე შეამცირა. თუმცა, ორგანიზაცია აღიარებს, რომ ქვეყანაში ნარჩუნდება ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა, ვებგვერდები არ იბლოკება და აზრის ონლაინ-გამოხატვის უფლება საერთაშორისო სტანდარტებით არის დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1a/295958826_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_2108aef1aa42e617958e6c5ff5b0b3f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ვიდეო, მულტიმედია, видео
საქართველო, ვიდეო, მულტიმედია, видео
სოცქსელი ტრადიციული მედიის წინააღმდეგ: საიდან იღებს მოსახლეობა ინფორმაციას?
საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან იღებს. ქვეყანაში ბევრი მედიასაშუალებაა - ტელეკომპანიები, საინფორმაციო სააგენტოები, ონლაინ-პლატფორმები, გაზეთები და ჟურნალები.
საქართველოში 120-ზე მეტი ტელეარხია, აქედან, 20-ზე მეტი - ნაციონალური, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ. თუმცა, ბოლო წლებში ტრადიციული მედიასაშუალებები სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა.
კომუნიკაციის, მუშაობისა და ბიზნესის გარეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ ქსელად Facebook რჩება. დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, მისით გამოკითხული რესპონდენტების 78% სარგებლობს, Youtube-ით - 54%, Instagram-ით – 29%, Viber-ით – 23%, WhatsApp-ით დაახლოებით – 20%.
სოციალური პლატფორმები გამოიყენება არა მხოლოდ მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, არამედ ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ცენზურის დონე დაბალია და ადამიანები არ იდევნებიან მოსაზრებებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოს 2025 წლის რეიტინგი 74 ქულით 100-დან 70-მდე შეამცირა. თუმცა, ორგანიზაცია აღიარებს, რომ ქვეყანაში ნარჩუნდება ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა, ვებგვერდები არ იბლოკება და აზრის ონლაინ-გამოხატვის უფლება საერთაშორისო სტანდარტებით არის დაცული.