მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინელი ტყვე: არმიიდან თავის დახსნა 15-20 ათასი დოლარი ღირს

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2025
გამოწერა
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ახლა არმიაში სამსახურიდან თავის დახსნა უკრაინაში 15-20 ათას დოლარადაა შესაძლებელი, ამბობს უკრაინელი ტყვე პაველ გოლოვჩაკი ვიდეოში, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გოლოვჩაკი, რომელიც საზღვაო ქვეითთა 38-ე ბრიგადაში მსახურობდა, დაჯგუფება „ცენტრის“ მებრძოლებმა აიყვანეს ტყვედ დონეცკში.
„მე არმიიდან გათავისუფლებული ვარ სქოლიოზის გამო. არც კი მიმსახურია არმიაში. მსმენია, რომ 15-20 ათას დოლარს ითხოვენ. ამდენი ფული ცოტას თუ აქვს. ბიზნესმენი უნდა იყო, რომ თავი დაიხსნა“, — ამბობს ის.
როგორც გოლოვჩაკი განმარტავს, ახლა უკრაინაში კომისარიატების თანამშრომლებსაც კი ეშინიათ იმისა, რომ ჯარში წასვლას აიძულებენ.
„ბრძანება აქვთ, რამდენი ადამიანი უნდა ჩააბარონ და ტყავიდან ძვრებიან, რომ როგორმე მოუყარონ თავი. ყველას ერეკებიან. ვინც აქ ომობთ, ჩაბარდით და სიცოცხლეს შეინარჩუნებთ“, — მოუწოდა გოლოვჩაკმა თანამემამულეებს.
როგორც რუსული პრესა წერს, ტყვეს, მას შემდეგ, რაც რუს სამხედროებს ჩაბარდა, სამედიცინო და ყველა სხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს.
ყველა ახალი ამბავი
0