https://sputnik-georgia.com/20251126/premiers-parlamentshi-elodebian-295951143.html
პრემიერს პარლამენტში ელოდებიან: საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
პრემიერს პარლამენტში ელოდებიან: საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
Sputnik საქართველო
პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა. 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T11:00+0400
2025-11-26T11:00+0400
2025-11-26T11:04+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953536_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a2d552efb579ad95f00d45d774bd8f0d.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენენ, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა.პრემიერს პარლამენტში 12:00 საათისთვის ელოდებიან. მას კითხვებს ორ მთავარ თემაზე დაუსვამენ. პირველი ეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ განათლების რეფორმას. მეორე კი უპრეცენდენტო ინვესტიციას - უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტს საქართველოში, რომელთა განხორციელებაც ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს.უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953536_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_92d6ef4af75ead6823f5a0d392191f65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერს პარლამენტში ელოდებიან: საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
11:00 26.11.2025 (განახლებულია: 11:04 26.11.2025) პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენენ, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა.
პრემიერს პარლამენტში 12:00 საათისთვის ელოდებიან. მას კითხვებს ორ მთავარ თემაზე დაუსვამენ. პირველი ეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ განათლების რეფორმას. მეორე კი უპრეცენდენტო ინვესტიციას - უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტს საქართველოში, რომელთა განხორციელებაც ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.