https://sputnik-georgia.com/20251126/premieri-ucxoelebis-mier-binebis-shezena-cxovrebis-uplebis-garantias-ar-izleva-295959928.html
პრემიერი: უცხოელების მიერ ბინების შეძენა არ იძლევა ქვეყანაში ცხოვრების უფლების გარანტიას
პრემიერი: უცხოელების მიერ ბინების შეძენა არ იძლევა ქვეყანაში ცხოვრების უფლების გარანტიას
Sputnik საქართველო
მასშტაბურმა არაბულმა სამშენებლო პროექტმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T16:00+0400
2025-11-26T16:00+0400
2025-11-26T16:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_7eb28337cca430815fdd7bbdec40e1c7.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის წყალობით, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა უცხოელებს ქვეყანაში ცხოვრების უფლებას არ აძლევს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. არაბული კომპანიის მიერ Eagle Hills-ის საცხოვრებელი უბნების მშენებლობის პროექტის განხორციელებამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, რომ საქართველოში ბევრი უცხოელი გამოჩნდება, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეავიწროვებს. აამსთან, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა არ იძლევა ქვეყანაში ცხოვრების უფლების გარანტიას.„ეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაა, რომელიც 6-და 12 თვემდე ვადით მოქმედებს. ბინის შესყიდვა არანაირ გარანტიას არ გაძლევს, რომ შენ დარჩე საცხოვრებლად საქართველოში. ამ კუთხით ჩვენ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა გვაქვს" - განაცხადა კობახიძემ. პრემიერის თქმით, ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 60 ათასი ბინა გაიყიდა, თუმცა, ამას ქვეყნის დემოგრაფიაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. გარიგების დეტალები საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება. აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას. ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე. Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2c8a4032dc0e9f5a076f220365ea87f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრემიერი: უცხოელების მიერ ბინების შეძენა არ იძლევა ქვეყანაში ცხოვრების უფლების გარანტიას
მასშტაბურმა არაბულმა სამშენებლო პროექტმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik.
სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის წყალობით, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა უცხოელებს ქვეყანაში ცხოვრების უფლებას არ აძლევს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
არაბული კომპანიის მიერ Eagle Hills-ის საცხოვრებელი უბნების მშენებლობის პროექტის განხორციელებამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, რომ საქართველოში ბევრი უცხოელი გამოჩნდება, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეავიწროვებს.
„კანონმდებლობით, 100 ათასი დოლარის ან მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენა ბინადრობის ნებართვის გაცემას ითვალისწინებს. თუმცა, ეს არ არის ავტომატური პროცესი არ არის და თითოეული შემთხვევა განიხილება, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
აამსთან, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა არ იძლევა ქვეყანაში ცხოვრების უფლების გარანტიას.
„ეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაა, რომელიც 6-და 12 თვემდე ვადით მოქმედებს. ბინის შესყიდვა არანაირ გარანტიას არ გაძლევს, რომ შენ დარჩე საცხოვრებლად საქართველოში. ამ კუთხით ჩვენ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა გვაქვს" - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 60 ათასი ბინა გაიყიდა, თუმცა, ამას ქვეყნის დემოგრაფიაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.