https://sputnik-georgia.com/20251126/melias-patimroba-sheeparda-295963321.html
მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მელიამ 30 მაისს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T16:52+0400
2025-11-26T16:52+0400
2025-11-26T16:52+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263159355_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_d6a71df11b1795385ac5aec638d45ada.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო - სასჯელის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან დაიწყო. გოგუაძის განმარტებით, ნიკა მელიამ დანაშაული რეციდივის ქვეშ ჩაიდინა, ის უკვე იყო ნასამართლევი და სასამართლომ სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა. ნიკა მელია 29 მაისს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50.000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, მელიამ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკოსს ბრალი 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წაუყენეს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მელია დამნაშავედ ცნეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. მას რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ორი წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. გარდა ამისა, 2019 წელს მის სასჯელს დაემატა 25 ათასი ლარის ოდენობის აღუსრულებელი ჯარიმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263159355_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_fc9ca5ff45decc5b0247f555a459bf6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
მელიამ 30 მაისს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო - სასჯელის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან დაიწყო. გოგუაძის განმარტებით, ნიკა მელიამ დანაშაული რეციდივის ქვეშ ჩაიდინა, ის უკვე იყო ნასამართლევი და სასამართლომ სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა.
ნიკა მელია 29 მაისს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50.000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მელიამ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკოსს ბრალი 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წაუყენეს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მელია დამნაშავედ ცნეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. მას რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ორი წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. გარდა ამისა, 2019 წელს მის სასჯელს დაემატა 25 ათასი ლარის ოდენობის აღუსრულებელი ჯარიმა.