თბილისში 5,9 ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2025
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საბურთალოს რაიონში 5,9 ათას აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
უწყების ცნობით, გაზსადენზე გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება 26 ნოემბრის 10:00-15:00 საათამდე პერიოდში.
გაზმომარაგება შეუწყდება როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს. კერძოდ:
საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას ქუჩების, ყაზბეგის გამზირის, მ. ასათიანის, სერგო ზაქარიაძის ქუჩების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო ,,ბათესტას”, შპს ,,ავერსის კლინიკას”, დაავადებათა კონტროლის ცენტრს.
„გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა 26 ნოემბრის 15:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე ეტაპობრივად დასრულდება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0