https://sputnik-georgia.com/20251125/saqartvelom-pristailis-msoplio-tasis-maspinzlobaze-uari-ganacxada-295938365.html
საქართველომ ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა
საქართველომ ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა
Sputnik საქართველო
ახლა ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება კი არა, არამედ სპორტული სკოლების განვითარებაა. 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T17:00+0400
2025-11-25T17:00+0400
2025-11-25T17:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275041621_0:146:3121:1902_1920x0_80_0_0_b8756474e13d058cfbd80e43dc4755fd.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ბაკურიანში 2025 წლის ფრისტაილის მსოფლიო თასის ჩემპიონატის (მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში) ჩატარებაზე უარი სპორტული დისციპლინების განვითარების ხუთწლიან სახელმწიფო გეგმაში გაწერილი პრიორიტეტების ცვლილების გამო განაცხადა, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კოსტავამ. ბაკურიანში 20-21 დეკემბერს დაგეგმილი ფრისტაილის მსოფლიო თასის ჩემპიონატის გაუქმების შესახებ საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას ოფიციალურად აცნობა. ამჟამად ღონისძიების ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილები განიხილება. მისი თქმით, ახლა ფედერაციის და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება კი არა, არამედ სპორტული სკოლების განვითარებაა. „რამდენი წელი უნდა ვხარჯოთ ფული... სექტემბერში გამოგვიგზავნეს გაიდლაინი, რასთანაც გვქონდა პრობლემა. პრიორიტეტების საკითხია. არაფერი განსაკუთრებული“, -დასძინა კოსტავამ. ზამთრის ტურნირების განახლება საქართველოს სათხილამურო კურორტებზე 2027 წლიდან იგეგმება. საქართველოს მიერ ზამთრის სპორტის სახეობებში მსოფლიო თასის რამდენიმე ეტაპის წარმატებით მასპინძლობის შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ ბაკურიანი და გუდაური FIS-ის მუდმივ შეჯიბრებების კალენდარში შეიყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275041621_195:0:2926:2048_1920x0_80_0_0_1a6e73df5b23cab5dbd9933f79eeabe2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველომ ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა
ახლა ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება კი არა, არამედ სპორტული სკოლების განვითარებაა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ბაკურიანში 2025 წლის ფრისტაილის მსოფლიო თასის ჩემპიონატის (მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში) ჩატარებაზე უარი სპორტული დისციპლინების განვითარების ხუთწლიან სახელმწიფო გეგმაში გაწერილი პრიორიტეტების ცვლილების გამო განაცხადა, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კოსტავამ.
ბაკურიანში 20-21 დეკემბერს დაგეგმილი ფრისტაილის მსოფლიო თასის ჩემპიონატის გაუქმების შესახებ საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას ოფიციალურად აცნობა. ამჟამად ღონისძიების ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილები განიხილება.
„სახელმწიფოს ხუთწლიანი განვითარების გეგმა ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ გასამართ თასზე რომელიც უნდა ჩატარებულიყო დეკემბერში, მხოლოდ ერთ სახეობაში გვყავს სპორტსმენი, სახელმწიფომ შეცვალა პრიორიტეტი. ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. წელიწადში მინიმუმ 15 შეჯიბრება უქმდება - შეჯიბრებების 10%.“, - განუცხადა კოსტავამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ახლა ფედერაციის და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება კი არა, არამედ სპორტული სკოლების განვითარებაა.
„რამდენი წელი უნდა ვხარჯოთ ფული... სექტემბერში გამოგვიგზავნეს გაიდლაინი, რასთანაც გვქონდა პრობლემა. პრიორიტეტების საკითხია. არაფერი განსაკუთრებული“, -დასძინა კოსტავამ.
ზამთრის ტურნირების განახლება საქართველოს სათხილამურო კურორტებზე 2027 წლიდან იგეგმება.
საქართველოს მიერ ზამთრის სპორტის სახეობებში მსოფლიო თასის რამდენიმე ეტაპის წარმატებით მასპინძლობის შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ ბაკურიანი და გუდაური FIS-ის მუდმივ შეჯიბრებების კალენდარში შეიყვანა.