https://sputnik-georgia.com/20251125/ruset-ukrainis-konfliqti-295940848.html
ანალიტიკა: რუსული არმიის შტურმი უკრაინის გამაგრებულ რაიონზე გულიაიპოლეში
ანალიტიკა: რუსული არმიის შტურმი უკრაინის გამაგრებულ რაიონზე გულიაიპოლეში
Sputnik საქართველო
რუსული ძალების დინამიურმა წინსვლამ ზაპოროჟიეს რაიონში უკრაინის არმიის ერთ-ერთი უმსხვილესი გამაგრებული უბნის გაცამტვერება და ქალაქ გულიაიპოლეს გათავისუფლება... 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T17:04+0400
2025-11-25T17:04+0400
2025-11-25T17:04+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
მოსაზრება
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/18/295931621_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4d67ef3919173ddb483660d62ec9f91d.jpg
რუსული ძალების დინამიურმა წინსვლამ ზაპოროჟიეს რაიონში უკრაინის არმიის ერთ-ერთი უმსხვილესი გამაგრებული უბნის გაცამტვერება და ქალაქ გულიაიპოლეს გათავისუფლება კიდევ უფრო დააახლოვა. ეს არა მხოლოდ მასშტაბური თავდაცვითი კვანძია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტის ყველაზე ცხელ მონაკვეთზე. გულიაიპოლეს კონტროლი რუსულ არმიას შესაძლებლობას მისცემს, უფრო სწრაფად დაიძრას ზაპოროჟიეს მიმართულებით და ორეხოვოში უკრაინული არმიის გამაგრებულ პოზიციებს ჩრდილოეთიდან გვერდი აუაროს.5-ე საერთო სამხედრო არმიის „აღმოსავლეთის ექსპრესი“ შეუფერხებლად მოძრაობს. ნოემბრის დასაწყისიდან დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გათავისუფლდა თორმეტზე მეტი დასახლება. „აღმოსავლეთის“ დაჯგუფების ნაწილებმა 24 ნოემბერს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიეს, გაათავისუფლეს დასახლება ზატიშიე, მანამდე კი — ნოვოე ზაპოროჟიე. ბრძოლებით ისინი გულიაიპოლეს მისადგომებს მიუახლოვდნენ. უკრაინი არმიის ძლიერი გამაგრებული რაიონის შტურმი რამდენიმე მიმართულებიდან დაიწყო: დოროჟნიანკა, მარფოპოლი, ზატიშიე. ბრძოლები ასევე გრძელდება სოფელ ზელენოეს მიმდებარედ, რომელიც გულიაიპოლეს ჩრდილოეთიდან ორი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „აღმოსავლეთის“ დაჯგუფებამ შეუტია უკრაინის არმიის ორ საარტილერიო ბრიგადის და ორი მოიერიშე პოლკის დანაყოფებს გულიაიპოლეს, მალინოვკის, დობროპოლიეს, ვოზდვიჟევკის (ზაპოროჟიეს ოლქი) და ოტრადნოეს (დნეპროპეტროვსკის ოლქი) რაიონებში. აღსანიშნავია, რომ ვოზდვიჟევკა გულიაიპოლედან დაახლოებით 10 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.გულიაიპოლეში განლაგებული უკრაინული ძალები „საცეცხლე ტომარაში“ აღმოჩნდნენ. ინტენსიურად მუშაობს რუსული ავიაცია, უპილოტო აპარატები და საარტილერიო დანაყოფები. წინა დღეებში რუსმა ტანკისტებმა უკრაინის საპილოტე პლატფორმები და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს.გულიაიპოლეს მიმართულებით უკრაინის თავდაცვა შეუქცევად ინგრევა და იქ კიდევ ერთი „ქვაბი“ ყალიბდება. უკრაინული არმიის ცალკეულმა დანაყოფებმა შემოჭრის მაღალი რისკი შეაფასეს და უკანდახევა დაიწყეს. მანამდე, კიევმა გამოაცხადა გულიაიპოლეს მოსახლეობის ევაკუაცია, უკრაინის უმაღლესმა რადამ კი აღიარა: ამ ქალაქს, “შეგვიძლია,დავემშვიდობოთ“. უკრაინული ძალებისთვის ვითარება უიმედოა.22 ნოემბერს გათავისუფლებული ნოვოე ზაპოროჟიე გულიაიპოლედან დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარეობს — დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე. ეს პოზიცია რუსულ ძალებს შესაძლებლობას აძლევს, საბოლოოდ მოშალონ უკრაინელების ლოგისტიკა Т0401 გზატკეცილზე. გულიაიპოლეს მიმართულებით მოწინააღმდეგის მომარაგება ახლა მხოლოდ ორეხოვოდან არის შესაძლებელი, თუმცა, ეს მარშრუტიც რუსული დრონებისათვის ხელმისაწვდომ არეალშია.უკრაინის ძალებს გულიაიპოლეს ნებისმიერ ფასად შენარჩუნება აქვთ დავალებული, მაგრამ არც საკმარისი მობილიზაციური რესურსი და არც დასავლური სამხედრო მხარდაჭერა ამ ამოცანის შესასრულებლად აღარ გააჩნია. იმის გამო, რომ ვითარება სწრაფად უარესდებოდა, უკვე 15 ნოემბერს კიევმა საკუთარი წარმომადგენლების ევაკუაცია მოახდინა „მახნოს დედაქალაქიდან“.გულიაიპოლესთან ერთად, რუსეთის ძალები სტაბილურად მიიწევენ უკრაინის არმიის გამაგრებული ხაზებისკენ ორეხოვოს მიმართულებით. და თუ ტემპი არ შენელდება, შესაძლოა, 2026 წლის დასაწყისისთვის უკვე ზაპოროჟიეს მახლობლად აღმოჩნდნენ.დასავლელი ანალიტიკოსები ნოემბრის შუა რიცხვებში ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „უკრაინა სტრატეგიული მარცხისკენ მიექანება.“გასული კვირას კიევში ვიზიტად მყოფმა ამერიკულმა დელეგაციამ, რომელსაც აშშ-ის სახმელეთო ჯარების სამოქალქო მინისტრი დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა, უკრაინული ჯარის პერსპექტივები მკაცრად შეაფასა. მათი შეფასებით, დონბასის სრული „გათავისუფლებისთვის“ რუსულ არმიას 12 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდება, რის შემდეგაც ისინი დასავლეთის მიმართულებით გააგრძელებენ წინსვლას. თუ ამერიკელები სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და Starlink-ის თანამგზავრული კავშირის გამოყენებას შეზღუდავენ, უკრაინის თავდაცვა ბევრად უფრო ადრე ჩაიკეცება. ასეთ პირობებში, უკრაინელების შემდგომი წინააღმდეგობა და დასავლეთის დაფინანსება სრულიად უაზრობა ხდება.ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სისტემურმა მარცხმა კუპიანსკში, სევერსკში, პოკროვსკში, გულიაიპოლესა და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ნათლად აჩვენა რეალობა: რუსეთის არმიის შეტევითი ოპერაცია წარმატებით ვითარდება, ხოლო აშშ და ნატო რუსეთთან „პროქსი-ომში“ მარცხს განიცდიან.„ტრამპის მშვიდობის გეგმაც“ ამერიკის იძულებითი ნაბიჯია — თვითგადარჩენის მცდელობა უფსკრულის ზღვარზე.მეორე მხრივ, ნატოს ევროპელი მოკავშირეების დაუფიქრებელი, ალტერნატიული პოლიტიკა უკრაინის არმიას სრულ განადგურებამდე მიიყვანს. რაც რუსეთისთვის სრულიად მისაღებია და სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიულ მიზნებსაც სრულად ემთხვევა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/18/295931621_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a94c06eea9a0835cccdb1ff0ce22085c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსული ძალების დინამიურმა წინსვლამ ზაპოროჟიეს რაიონში უკრაინის არმიის ერთ-ერთი უმსხვილესი გამაგრებული უბნის გაცამტვერება და ქალაქ გულიაიპოლეს გათავისუფლება კიდევ უფრო დააახლოვა. ეს არა მხოლოდ მასშტაბური თავდაცვითი კვანძია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტის ყველაზე ცხელ მონაკვეთზე. გულიაიპოლეს კონტროლი რუსულ არმიას შესაძლებლობას მისცემს, უფრო სწრაფად დაიძრას ზაპოროჟიეს მიმართულებით და ორეხოვოში უკრაინული არმიის გამაგრებულ პოზიციებს ჩრდილოეთიდან გვერდი აუაროს.
5-ე საერთო სამხედრო არმიის „აღმოსავლეთის ექსპრესი“ შეუფერხებლად მოძრაობს. ნოემბრის დასაწყისიდან დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გათავისუფლდა თორმეტზე მეტი დასახლება. „აღმოსავლეთის“ დაჯგუფების ნაწილებმა 24 ნოემბერს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიეს, გაათავისუფლეს დასახლება ზატიშიე, მანამდე კი — ნოვოე ზაპოროჟიე. ბრძოლებით ისინი გულიაიპოლეს მისადგომებს მიუახლოვდნენ. უკრაინი არმიის ძლიერი გამაგრებული რაიონის შტურმი რამდენიმე მიმართულებიდან დაიწყო: დოროჟნიანკა, მარფოპოლი, ზატიშიე. ბრძოლები ასევე გრძელდება სოფელ ზელენოეს მიმდებარედ, რომელიც გულიაიპოლეს ჩრდილოეთიდან ორი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „აღმოსავლეთის“ დაჯგუფებამ შეუტია უკრაინის არმიის ორ საარტილერიო ბრიგადის და ორი მოიერიშე პოლკის დანაყოფებს გულიაიპოლეს, მალინოვკის, დობროპოლიეს, ვოზდვიჟევკის (ზაპოროჟიეს ოლქი) და ოტრადნოეს (დნეპროპეტროვსკის ოლქი) რაიონებში. აღსანიშნავია, რომ ვოზდვიჟევკა გულიაიპოლედან დაახლოებით 10 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
გულიაიპოლეში განლაგებული უკრაინული ძალები „საცეცხლე ტომარაში“ აღმოჩნდნენ. ინტენსიურად მუშაობს რუსული ავიაცია, უპილოტო აპარატები და საარტილერიო დანაყოფები. წინა დღეებში რუსმა ტანკისტებმა უკრაინის საპილოტე პლატფორმები და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს.
გულიაიპოლეს მიმართულებით უკრაინის თავდაცვა შეუქცევად ინგრევა და იქ კიდევ ერთი „ქვაბი“ ყალიბდება. უკრაინული არმიის ცალკეულმა დანაყოფებმა შემოჭრის მაღალი რისკი შეაფასეს და უკანდახევა დაიწყეს. მანამდე, კიევმა გამოაცხადა გულიაიპოლეს მოსახლეობის ევაკუაცია, უკრაინის უმაღლესმა რადამ კი აღიარა: ამ ქალაქს, “შეგვიძლია,დავემშვიდობოთ“. უკრაინული ძალებისთვის ვითარება უიმედოა.
22 ნოემბერს გათავისუფლებული ნოვოე ზაპოროჟიე გულიაიპოლედან დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარეობს — დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე. ეს პოზიცია რუსულ ძალებს შესაძლებლობას აძლევს, საბოლოოდ მოშალონ უკრაინელების ლოგისტიკა Т0401 გზატკეცილზე. გულიაიპოლეს მიმართულებით მოწინააღმდეგის მომარაგება ახლა მხოლოდ ორეხოვოდან არის შესაძლებელი, თუმცა, ეს მარშრუტიც რუსული დრონებისათვის ხელმისაწვდომ არეალშია.
უკრაინის ძალებს გულიაიპოლეს ნებისმიერ ფასად შენარჩუნება აქვთ დავალებული, მაგრამ არც საკმარისი მობილიზაციური რესურსი და არც დასავლური სამხედრო მხარდაჭერა ამ ამოცანის შესასრულებლად აღარ გააჩნია. იმის გამო, რომ ვითარება სწრაფად უარესდებოდა, უკვე 15 ნოემბერს კიევმა საკუთარი წარმომადგენლების ევაკუაცია მოახდინა „მახნოს დედაქალაქიდან“.
გულიაიპოლესთან ერთად, რუსეთის ძალები სტაბილურად მიიწევენ უკრაინის არმიის გამაგრებული ხაზებისკენ ორეხოვოს მიმართულებით. და თუ ტემპი არ შენელდება, შესაძლოა, 2026 წლის დასაწყისისთვის უკვე ზაპოროჟიეს მახლობლად აღმოჩნდნენ.
დასავლელი ანალიტიკოსები ნოემბრის შუა რიცხვებში ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „უკრაინა სტრატეგიული მარცხისკენ მიექანება.“
გასული კვირას კიევში ვიზიტად მყოფმა ამერიკულმა დელეგაციამ, რომელსაც აშშ-ის სახმელეთო ჯარების სამოქალქო მინისტრი დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა, უკრაინული ჯარის პერსპექტივები მკაცრად შეაფასა. მათი შეფასებით, დონბასის სრული „გათავისუფლებისთვის“ რუსულ არმიას 12 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდება, რის შემდეგაც ისინი დასავლეთის მიმართულებით გააგრძელებენ წინსვლას. თუ ამერიკელები სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და Starlink-ის თანამგზავრული კავშირის გამოყენებას შეზღუდავენ, უკრაინის თავდაცვა ბევრად უფრო ადრე ჩაიკეცება. ასეთ პირობებში, უკრაინელების შემდგომი წინააღმდეგობა და დასავლეთის დაფინანსება სრულიად უაზრობა ხდება.
ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სისტემურმა მარცხმა კუპიანსკში, სევერსკში, პოკროვსკში, გულიაიპოლესა და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ნათლად აჩვენა რეალობა: რუსეთის არმიის შეტევითი ოპერაცია წარმატებით ვითარდება, ხოლო აშშ და ნატო რუსეთთან „პროქსი-ომში“ მარცხს განიცდიან.
„ტრამპის მშვიდობის გეგმაც“ ამერიკის იძულებითი ნაბიჯია — თვითგადარჩენის მცდელობა უფსკრულის ზღვარზე.
მეორე მხრივ, ნატოს ევროპელი მოკავშირეების დაუფიქრებელი, ალტერნატიული პოლიტიკა უკრაინის არმიას სრულ განადგურებამდე მიიყვანს. რაც რუსეთისთვის სრულიად მისაღებია და სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიულ მიზნებსაც სრულად ემთხვევა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე