https://sputnik-georgia.com/20251125/ramden-adamians-moemsaxura-saqartvelos-aeroportebi-295933673.html
რამდენ ადამიანს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები - ახალი სტატისტიკა
რამდენ ადამიანს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 15,4%-ით მეტი მგზავრი მიიღეს 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T10:57+0400
2025-11-25T10:57+0400
2025-11-25T10:57+0400
საქართველო
საქსტატი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/51/247375113_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_e17135920a0dc190b8b4442e4e1dc948.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2025 წლის მესამე კვარტალში 2,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 15,4%-ით მეტი მგზავრი მიიღეს — 1,4 მილიონი. აეროპორტებიდან 1,4 მილიონი მგზავრი გაემგზავრა (14,7%-ით მეტი).საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 95,4% რეგულარულ რეისებზე მოდის.ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 10,8 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 15,4%-ით მეტია 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 247,2 ათასი მგზავრი გადაიყვანეს (+21%).სატვირთო გადაზიდვები2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 82,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 9,5 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% - გაგზავნილი.ასევე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 35 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 49,8%-ით ნაკლებია 2024 წლის ივლისი-სექტემბრის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/51/247375113_166:0:2823:1993_1920x0_80_0_0_72ba410bc029fc1faf5ff1a0ebd74739.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენ ადამიანს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები - ახალი სტატისტიკა
საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 15,4%-ით მეტი მგზავრი მიიღეს
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2025 წლის მესამე კვარტალში 2,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 15,4%-ით მეტი მგზავრი მიიღეს — 1,4 მილიონი. აეროპორტებიდან 1,4 მილიონი მგზავრი გაემგზავრა (14,7%-ით მეტი).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 95,4% რეგულარულ რეისებზე მოდის.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 10,8 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 15,4%-ით მეტია 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 247,2 ათასი მგზავრი გადაიყვანეს (+21%).
2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 82,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 9,5 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% - გაგზავნილი.
ასევე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 35 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 49,8%-ით ნაკლებია 2024 წლის ივლისი-სექტემბრის მაჩვენებელზე.