https://sputnik-georgia.com/20251125/parlamentma-ganaxlebuli-saarchevno-kodeqsi-pirveli-mosmenit-miigo-295945870.html
პარლამენტმა განახლებული საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო: ძირითადი სიახლეები
პარლამენტმა განახლებული საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო: ძირითადი სიახლეები
Sputnik საქართველო
„საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ... 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T22:00+0400
2025-11-25T22:00+0400
2025-11-25T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 25 нნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო.განახლებული კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.ასევე, იცვლება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-უპარტიო კანდიდატს წარადგენს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.ამასთან, მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.ზუსტდება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის თანახმად, ნასამართლობის მქონე პირი, მათ შორის, სასამართლოს მიერ ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი. ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. კერძოდ, პროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება აიკრძალება.კანონის ახალი რედაქციით, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები: საარჩევნო უბნიდან გაძევებულ პირს აეკრძალება სხვა საარჩევნო უბანში შესვლა.2011 წელს მიღებულ „საარჩევნო კოდექსში“ დღემდე 100-მდე ცვლილება და დამატება შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
პარლამენტმა განახლებული საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო: ძირითადი სიახლეები
„საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ.
თბილისი, 25 нნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო.
განახლებული კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
ასევე, იცვლება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-უპარტიო კანდიდატს წარადგენს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.
ამასთან, მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.
ზუსტდება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის თანახმად, ნასამართლობის მქონე პირი, მათ შორის, სასამართლოს მიერ ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი. ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. კერძოდ, პროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება აიკრძალება.
კანონის ახალი რედაქციით, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები: საარჩევნო უბნიდან გაძევებულ პირს აეკრძალება სხვა საარჩევნო უბანში შესვლა.
2011 წელს მიღებულ „საარჩევნო კოდექსში“ დღემდე 100-მდე ცვლილება და დამატება შევიდა.