https://sputnik-georgia.com/20251125/papuashvilma-evrokavshiri-onlain-mediis-dapinansebis-gamo-gaakritika-295941398.html
„ენჯეოები" მიკროფონით! პაპუაშვილმა ევროკავშირი ონლაინ-მედიის დაფინანსების გამო გააკრიტიკა
„ენჯეოები" მიკროფონით! პაპუაშვილმა ევროკავშირი ონლაინ-მედიის დაფინანსების გამო გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ე.წ. ონლაინ-მედია სინამდვილეში ერთი დიდი თაღლითობაა და ისინი სრულფასოვანი მედიაორგანიზაციები არ არიან. 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T18:31+0400
2025-11-25T18:31+0400
2025-11-25T18:31+0400
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ბრიუსელი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ონლაინ-მედიასაშუალებები ქსენოფობიურ ნარატივს ქმნიან, მოქმედებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტური სტანდარტების გარეშე და არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.„იმედის კვირის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2025 წლის აგვისტოში 22 მედიასაშუალება ერთ ქსელში გაერთიანდა, რომელიც მედიასაშუალებების საფარქვეშ მოქმედებს და, გამოძიების ცნობით, ემსახურება უცხოური სპეცსამსახურების ინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბოლო 10 თვის განმავლობაში დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან ონლაინ-მედია-პლატფორმებზე თითქმის 18 მილიონი ლარი გადაირიცხა.მისი თქმით, ე.წ. ონლაინ-მედია „სინამდვილეში ერთი დიდი თაღლითობაა და ისინი სრულფასოვანი მედიაორგანიზაციები არ არიან“. არსებითად, ეს არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ვებგვერდებით, რომლებიც აქტიურად აქვეყნებენ მასალებს, მაგრამ არ იცავენ ჟურნალისტურ სტანდარტებს, აღნიშნა მან.„მათი ფილოსოფიით, სტრუქტურითა და სტანდარტებით - ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ვებსაიტებით, რადგანაც მათთვის ჟურნალისტური სტანდარტები არ არსებობს. ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები მიკროფონით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს გვერდი აუაროს საქართველოს კანონმდებლობას და ამასთან სჩადის სისხლისსამართლებრივ და საგადასახადო დარღვევებს. მისი თქმით, დონორები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის დარღვევისკენ უბიძგებენ, მაგალითად, არ გაიარონ რეგისტრაცია რეესტრში.ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ამხელს ონლაინ-მედიის მასშტაბურ სქემას, რომელიც ხელოვნური პროტესტების წახალისებას და ამ მიზნით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობას საკუთარი ვებსაიტების, სოციალური მედიისა და სხვა მედია-პლატფორმების გამოყენებით ახორციელებს.გავლენის ფარული კამპანიებისა და უცხოური სპეცსამსახურებისთვის სასარგებლო სხვა ფსიქოლოგიური და საინფორმაციო აქტივობების განსახორციელებლად, საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მონაწილეობით, შეიქმნა ქსელი 800-ზე მეტი ადამიანის ჩართულობით - ესენი არიან ონლაინ-მედიების წარმომადგენლები და ე.წ. გამომძიებელ-ჟურნალისტები. ისინი სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ, ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
„ენჯეოები" მიკროფონით! პაპუაშვილმა ევროკავშირი ონლაინ-მედიის დაფინანსების გამო გააკრიტიკა
პოლიტიკოსის თქმით, ე.წ. ონლაინ-მედია სინამდვილეში ერთი დიდი თაღლითობაა და ისინი სრულფასოვანი მედიაორგანიზაციები არ არიან.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ონლაინ-მედიასაშუალებები ქსენოფობიურ ნარატივს ქმნიან, მოქმედებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტური სტანდარტების გარეშე და არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„იმედის კვირის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2025 წლის აგვისტოში 22 მედიასაშუალება ერთ ქსელში გაერთიანდა, რომელიც მედიასაშუალებების საფარქვეშ მოქმედებს და, გამოძიების ცნობით, ემსახურება უცხოური სპეცსამსახურების ინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბოლო 10 თვის განმავლობაში დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან ონლაინ-მედია-პლატფორმებზე თითქმის 18 მილიონი ლარი გადაირიცხა.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია ქსენოფობიურ ნარატივს ქმნის. რა სამარცხვინო უნდა იყოს ეს ბრიუსელის, ევროკავშირისა და საელჩოსთვის, რომ ისინი ქსენოფობიის თანამონაწილეები არიან - იგივე ჭირი, რაც ევროპამ ასი წლის წინ გადაიტანა. დღეს კი, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ქსენოფობია კვლავ ვრცელდება საქართველოში ევროკავშირის სახსრების გამოყენებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ე.წ. ონლაინ-მედია „სინამდვილეში ერთი დიდი თაღლითობაა და ისინი სრულფასოვანი მედიაორგანიზაციები არ არიან“. არსებითად, ეს არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ვებგვერდებით, რომლებიც აქტიურად აქვეყნებენ მასალებს, მაგრამ არ იცავენ ჟურნალისტურ სტანდარტებს, აღნიშნა მან.
„მათი ფილოსოფიით, სტრუქტურითა და სტანდარტებით - ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ვებსაიტებით, რადგანაც მათთვის ჟურნალისტური სტანდარტები არ არსებობს. ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები მიკროფონით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს გვერდი აუაროს საქართველოს კანონმდებლობას და ამასთან სჩადის სისხლისსამართლებრივ და საგადასახადო დარღვევებს. მისი თქმით, დონორები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის დარღვევისკენ უბიძგებენ, მაგალითად, არ გაიარონ რეგისტრაცია რეესტრში.
„ფაქტია, რომ დონორები ადგილობრივ ორგანიზაციებს კანონის დარღვევისკენ უბიძგებენ. მათი მითითებით, არასამთავრობო ორგანიზაციები რეესტრში არ დარეგისტრირდნენ. ყველამ გამოიჩინოს კეთილი ნება და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს კრიპტოვალუტისა და ნაღდი ფულის აქ მიმოქცევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ამხელს ონლაინ-მედიის მასშტაბურ სქემას, რომელიც ხელოვნური პროტესტების წახალისებას და ამ მიზნით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობას საკუთარი ვებსაიტების, სოციალური მედიისა და სხვა მედია-პლატფორმების გამოყენებით ახორციელებს.
გავლენის ფარული კამპანიებისა და უცხოური სპეცსამსახურებისთვის სასარგებლო სხვა ფსიქოლოგიური და საინფორმაციო აქტივობების განსახორციელებლად, საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მონაწილეობით, შეიქმნა ქსელი 800-ზე მეტი ადამიანის ჩართულობით - ესენი არიან ონლაინ-მედიების წარმომადგენლები და ე.წ. გამომძიებელ-ჟურნალისტები. ისინი სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ, ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.