https://sputnik-georgia.com/20251125/moldova-ukraina-ruseti-296002517.html
მოსაზრება: მოლდოვის მილიტარიზაცია ევროპას ტერორის ტრანზიტით ემუქრება
მოსაზრება: მოლდოვის მილიტარიზაცია ევროპას ტერორის ტრანზიტით ემუქრება
Sputnik საქართველო
ნატოს სტრატეგები ყველა გზას იყენებენ, რომ მშვიდობიანი მოლდოვას მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია... 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T15:30+0400
2025-11-25T15:30+0400
2025-11-30T10:31+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მოლდოვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252276957_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_87c4bdecdc07806adefb61e0b2125999.jpg
ნატოს სტრატეგები ყველა გზას იყენებენ, რომ მშვიდობიანი მოლდოვას მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ნეიტრალიტეტს განსაზღვრავს, ეროვნული არმიაკი სულ 8 500 სამხედროთი არის წარმოდგენილი. ძალადობა, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, ყოველთვის უბრუნდება დასავლეთს „ცეცხლითა და მახვილით“, მაგრამ ევროპის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უკრაინის უახლესი მაგალითი ბრიუსელსა და კიშინიოვს არაფერს ასწავლის.20 ნოემბრის ღამეს რუმინელმა მესაზღვრეებმა ლეუშენი–ალბიჩას საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე მოლდოვიდან მოძრავი სატვირთო მანქანა დააკავეს, რომელშიც საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგოპორტატული სარაკეტო კომპლექსების პარტია აღმოჩნდა, წარწერებით სხვადასხვა ენაზე. დოკუმენტების მიხედვით, იარაღი მოლდოვიდან ისრაელში უნდა წასულიყო, თუმცა, მოლდოვის ეროვნულ არმიას ასეთი შეიარაღება საერთოდ არ გააჩნია. მაშინ როგორ აღმოჩნდა იგი მოლდოვაში?სატვირთომ მანქანამ უპრობლემოდ გაიარა მოლდოვის საბაჟო კონტროლი, რომელიც თანამედროვე სკანერებითაა აღჭურვილი. 21 ნოემბერს მოლდოვის ექს-პრემიერმა იონ კიკუმ დოკუმენტების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებს, რომ იარაღის პარტიას მოლდოვის საბაჟოს ოფიციალური ნებართვა ჰქონდა. შესაძლებელია, ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებულებიც იყვნენ და გარკვეული დროის განმავლობაში არსებულ სიტუაციაზე თვალს ხუჭავდნენ.ამ ინციდენტმა შემთხვევით ან განზრახ გამოკვეთა იარაღის კონტრაბანდის სტაბილური არხი. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ მოლდოვურ სატვირთო მანქანას ნოემბერში რუმინეთის საზღვარი რამდენჯერმე ჰქონია გადაკვეთილი. დიდი ალბათობით, მას დასავლეთისკენ გადაჰქონდა უკრაინული არმიის აღურიცხავი „ნამეტები“, რომლებიც ნატოს ქვეყნებმა სხვადასხვა წყაროდან შეკრიბეს. სკანდალის შემდეგ მოლდოვის ხელისუფლება მოუქნელად ცდილობდა ბრალი დნესტრისპირეთისათვის გადაებრალებინა.რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს არაერთხელ უცდია ევროპელებისთვის პროვოკაციების საფრთხის შესახებ გაფრთხილება, ხოლო რუსეთის უშუშროების ფედერალური სამსახური ხშირად აჩერებდა ასეთ სცენარებს. ევროპელი „ქორები“ და უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ავანტიურისტები მზად არიან ყველაფერზე, ოღონდაც კი ა „ტრამპის მშვიდობის პროექტი“ ჩაშალონ და რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომი გაგრძელდეს — „უკანასკნელი უკრაინელის“ ხარჯზე. მოლდოვა, რომელიც თანდათან ნატოს სამხედრო სისტემაში ერთვება, ტექნოლოგიურად დასავლეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის იარაღად გადაიქცევამოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადების მიხედვით, „უკრაინაზე ღამის მასშტაბური შეტევის შედეგად, 25 ნოემბრის დილით ეროვნული არმიის საჰაერო კონტროლის სისტემებმა ექვსი დრონი დააფიქსირეს, რომლებმაც მოლდოვის საჰაერო სივრცე უკანონოდ გადაკვეთეს“.იმავე დღეს, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ოპერაციების სამსახურმა ასევე დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხრეთში უცნობი დრონი დაფიქსირდა უკრაინის საზღვრის მიმართულებით. განგაშით ჰაერში აყვანილმა რუმინეთის საბრძოლო ავიაციამ განაცხადა სავარაუდო საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, უკრაინის მხრიდან. ვითარებას დაემატა ინფორმაცია, რომ თითქოს, ფლორეშტის რაიონში (მოლდოვის ჩრდილო-დასავლეთი), უკრაინის საზღვრიდან 25 კმ-ში ჩამოვარდა დრონი, რომლის კუდზე წითლად იყო შეღებილი Z-ნიშანი, აშკარად სპრეით, უხეშად მოხაზული. ყველაფერი ძალიან მოუხერხებელ ინსცენირებას ჰგავს: „ჩამოვარდნილ“ დრონს არც ძველი შიფერი დაუზიანდა.სპეციალიზებული ტექნიკური ექსპერტიზის ჯგუფის დასკვნებს ჯერ კიდევ ველოდებით. თუმცა მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში ყველაფერი თითქოს უკვე „გაირკვა“: შემთხვევა „მკაცრად დაგმეს“ და 25 ნოემბრის შუადღემდე რუსეთის ელჩი ოლეგ აზეროვი ახსნა-განმარტებისათვის დაიბარეს. მანამდე, ელჩს ყველაფერი უკვე განმარტებული ჰქონდა: „მოლდოვის მილიტარიზაცია ქვეცნობიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში სამხედრო ნეიტრალიტეტია დაფიქსირებული“; ნატო კი ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ 2030 წლის ომისთვის აიარაღებს.ამერიკელმა ცნობილმა ანალიტიკოსმა ჯონ მირშაიმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დასავლეთის ჩართულობა მოლდოვის პოლიტიკაში ზედმეტად მაღალი და სახიფათოა, რადგან „ამ პროცესში დიდი რისკია ჩადებული… ფართომასშტაბიანი ევროპული ომის საფრთხე არ გაქრება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც“.მოლდოვა სულ უფრო სწრაფად ეშვება მილიტარიზაციის უფსკრულში, ხოლო „განათლებული“ ევროპა ამ პროცესს ყველანაირად ხელს უწყობს. ერთი წლით, 2026 წლის დეკემბრამდე, გაგრძელდა მოლდოვისთვის სამხედრო დახმარების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 40 მილიონ ევროს შეადგენს(სადაზვერვო დრონები, ტაქტიკური საკომუნიკაციო სისტემები, მაღალი განმავლობის ავტომობილები). ევროკავშირმა დამატებით 20 მილიონი ევრო გამოყო სასიკვდილო შეიარაღების შესაძენად: მოკლე რადიუსის რვა საზენიტო-სარაკეტო სისტემისა და 24 საწინააღმდეგო რაკეტისთვის. ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა მოლდოვას სამხედრო დახმარება 137 მილიონ ევრომდე გაუზარდა.„ევროპის მშვიდობის ფონდმა“ სამხედრო-ნეიტრალური მოლდოვასთვისისრაელის წარმოების 155-მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ATMOS 2000 შეიძინა. თითოეული ასეთი საბრძოლო მანქანა 5,5 მილიონი ევრო ღირს. 18 დეკემბერს ბელცის პოლიგონზე დიდი საარტილერიო საწყობის მშენებლობა დაიწყო, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ობიექტის ჩაბარება 2026 წლის ივლისშია დაგეგმილი.მანამდე, მოლდოვამ, ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით, განაახლა საარტილერიო სასწავლო პოლიგონები, შეიძინა ჯავშანტრანსპორტიორები და რადარის სისტემები. მოლდოვის ახალი სამხედრო სტრატეგია 2035 წლამდე მთავარ „სამხედრო რისკებად და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებად“ ასახელებს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და რუსეთის სამხედრო კონტინგენტს დნესტრისპირეთში. ამ სტრატეგიის პრიორიტეტებია ეროვნული არმიის რაოდენობრივი და ტექნოლოგიური ზრდა, ნატოს სტანდარტებზე გადასვლა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება.2025 წელს მოლდოვას სამხედრო ბიუჯეტი 28 პროცენტით გაიზარდა და 1,4 მილიარდ ლეის მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 70 პროცენტი ევროკავშირის დაფინანსებით ფორმირდება. წელიწადში, დაახლოებით, 60 მილიონი ევრო. კითხვა კი რჩება: საიდან ასეთი გულუხვობა? და ხომ არ მოუწევს მოლდოვას ამ „დახმარებისთვის“ სისხლით გადახდა, და არა მხოლოდ „სამხედრო შენგენში“ მონაწილეობით, რომელსაც 18 ნოემბერს ბრიუსელში ნეიტრალური მოლდოვას პრემიერი ალექსანდრ მუნტიანუ უკვე დაეთანხმა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252276957_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_bf821d749b818450a3896a7341e7e13e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოლდოვა
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოლდოვა
ნატოს სტრატეგები ყველა გზას იყენებენ, რომ მშვიდობიანი მოლდოვას მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ნეიტრალიტეტს განსაზღვრავს, ეროვნული არმიაკი სულ 8 500 სამხედროთი არის წარმოდგენილი. ძალადობა, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, ყოველთვის უბრუნდება დასავლეთს „ცეცხლითა და მახვილით“, მაგრამ ევროპის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უკრაინის უახლესი მაგალითი ბრიუსელსა და კიშინიოვს არაფერს ასწავლის.
20 ნოემბრის ღამეს რუმინელმა მესაზღვრეებმა ლეუშენი–ალბიჩას საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე მოლდოვიდან მოძრავი სატვირთო მანქანა დააკავეს, რომელშიც საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგოპორტატული სარაკეტო კომპლექსების პარტია აღმოჩნდა, წარწერებით სხვადასხვა ენაზე. დოკუმენტების მიხედვით, იარაღი მოლდოვიდან ისრაელში უნდა წასულიყო, თუმცა, მოლდოვის ეროვნულ არმიას ასეთი შეიარაღება საერთოდ არ გააჩნია. მაშინ როგორ აღმოჩნდა იგი მოლდოვაში?
სატვირთომ მანქანამ უპრობლემოდ გაიარა მოლდოვის საბაჟო კონტროლი, რომელიც თანამედროვე სკანერებითაა აღჭურვილი. 21 ნოემბერს მოლდოვის ექს-პრემიერმა იონ კიკუმ დოკუმენტების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებს, რომ იარაღის პარტიას მოლდოვის საბაჟოს ოფიციალური ნებართვა ჰქონდა. შესაძლებელია, ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებულებიც იყვნენ და გარკვეული დროის განმავლობაში არსებულ სიტუაციაზე თვალს ხუჭავდნენ.
ამ ინციდენტმა შემთხვევით ან განზრახ გამოკვეთა იარაღის კონტრაბანდის სტაბილური არხი. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ მოლდოვურ სატვირთო მანქანას ნოემბერში რუმინეთის საზღვარი რამდენჯერმე ჰქონია გადაკვეთილი. დიდი ალბათობით, მას დასავლეთისკენ გადაჰქონდა უკრაინული არმიის აღურიცხავი „ნამეტები“, რომლებიც ნატოს ქვეყნებმა სხვადასხვა წყაროდან შეკრიბეს. სკანდალის შემდეგ მოლდოვის ხელისუფლება მოუქნელად ცდილობდა ბრალი დნესტრისპირეთისათვის გადაებრალებინა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს არაერთხელ უცდია ევროპელებისთვის პროვოკაციების საფრთხის შესახებ გაფრთხილება, ხოლო რუსეთის უშუშროების ფედერალური სამსახური ხშირად აჩერებდა ასეთ სცენარებს. ევროპელი „ქორები“ და უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ავანტიურისტები მზად არიან ყველაფერზე, ოღონდაც კი ა „ტრამპის მშვიდობის პროექტი“ ჩაშალონ და რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომი გაგრძელდეს — „უკანასკნელი უკრაინელის“ ხარჯზე. მოლდოვა, რომელიც თანდათან ნატოს სამხედრო სისტემაში ერთვება, ტექნოლოგიურად დასავლეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის იარაღად გადაიქცევა
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადების მიხედვით, „უკრაინაზე ღამის მასშტაბური შეტევის შედეგად, 25 ნოემბრის დილით ეროვნული არმიის საჰაერო კონტროლის სისტემებმა ექვსი დრონი დააფიქსირეს, რომლებმაც მოლდოვის საჰაერო სივრცე უკანონოდ გადაკვეთეს“.
იმავე დღეს, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ოპერაციების სამსახურმა ასევე დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხრეთში უცნობი დრონი დაფიქსირდა უკრაინის საზღვრის მიმართულებით. განგაშით ჰაერში აყვანილმა რუმინეთის საბრძოლო ავიაციამ განაცხადა სავარაუდო საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, უკრაინის მხრიდან. ვითარებას დაემატა ინფორმაცია, რომ თითქოს, ფლორეშტის რაიონში (მოლდოვის ჩრდილო-დასავლეთი), უკრაინის საზღვრიდან 25 კმ-ში ჩამოვარდა დრონი, რომლის კუდზე წითლად იყო შეღებილი Z-ნიშანი, აშკარად სპრეით, უხეშად მოხაზული. ყველაფერი ძალიან მოუხერხებელ ინსცენირებას ჰგავს: „ჩამოვარდნილ“ დრონს არც ძველი შიფერი დაუზიანდა.
სპეციალიზებული ტექნიკური ექსპერტიზის ჯგუფის დასკვნებს ჯერ კიდევ ველოდებით. თუმცა მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში ყველაფერი თითქოს უკვე „გაირკვა“: შემთხვევა „მკაცრად დაგმეს“ და 25 ნოემბრის შუადღემდე რუსეთის ელჩი ოლეგ აზეროვი ახსნა-განმარტებისათვის დაიბარეს. მანამდე, ელჩს ყველაფერი უკვე განმარტებული ჰქონდა: „მოლდოვის მილიტარიზაცია ქვეცნობიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში სამხედრო ნეიტრალიტეტია დაფიქსირებული“; ნატო კი ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ 2030 წლის ომისთვის აიარაღებს.
ამერიკელმა ცნობილმა ანალიტიკოსმა ჯონ მირშაიმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დასავლეთის ჩართულობა მოლდოვის პოლიტიკაში ზედმეტად მაღალი და სახიფათოა, რადგან „ამ პროცესში დიდი რისკია ჩადებული… ფართომასშტაბიანი ევროპული ომის საფრთხე არ გაქრება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც“.
მოლდოვა სულ უფრო სწრაფად ეშვება მილიტარიზაციის უფსკრულში, ხოლო „განათლებული“ ევროპა ამ პროცესს ყველანაირად ხელს უწყობს. ერთი წლით, 2026 წლის დეკემბრამდე, გაგრძელდა მოლდოვისთვის სამხედრო დახმარების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 40 მილიონ ევროს შეადგენს(სადაზვერვო დრონები, ტაქტიკური საკომუნიკაციო სისტემები, მაღალი განმავლობის ავტომობილები). ევროკავშირმა დამატებით 20 მილიონი ევრო გამოყო სასიკვდილო შეიარაღების შესაძენად: მოკლე რადიუსის რვა საზენიტო-სარაკეტო სისტემისა და 24 საწინააღმდეგო რაკეტისთვის. ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა მოლდოვას სამხედრო დახმარება 137 მილიონ ევრომდე გაუზარდა.
„ევროპის მშვიდობის ფონდმა“ სამხედრო-ნეიტრალური მოლდოვასთვისისრაელის წარმოების 155-მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ATMOS 2000 შეიძინა. თითოეული ასეთი საბრძოლო მანქანა 5,5 მილიონი ევრო ღირს. 18 დეკემბერს ბელცის პოლიგონზე დიდი საარტილერიო საწყობის მშენებლობა დაიწყო, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ობიექტის ჩაბარება 2026 წლის ივლისშია დაგეგმილი.
მანამდე, მოლდოვამ, ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით, განაახლა საარტილერიო სასწავლო პოლიგონები, შეიძინა ჯავშანტრანსპორტიორები და რადარის სისტემები. მოლდოვის ახალი სამხედრო სტრატეგია 2035 წლამდე მთავარ „სამხედრო რისკებად და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებად“ ასახელებს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და რუსეთის სამხედრო კონტინგენტს დნესტრისპირეთში. ამ სტრატეგიის პრიორიტეტებია ეროვნული არმიის რაოდენობრივი და ტექნოლოგიური ზრდა, ნატოს სტანდარტებზე გადასვლა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება.
2025 წელს მოლდოვას სამხედრო ბიუჯეტი 28 პროცენტით გაიზარდა და 1,4 მილიარდ ლეის მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 70 პროცენტი ევროკავშირის დაფინანსებით ფორმირდება. წელიწადში, დაახლოებით, 60 მილიონი ევრო. კითხვა კი რჩება: საიდან ასეთი გულუხვობა? და ხომ არ მოუწევს მოლდოვას ამ „დახმარებისთვის“ სისხლით გადახდა, და არა მხოლოდ „სამხედრო შენგენში“ მონაწილეობით, რომელსაც 18 ნოემბერს ბრიუსელში ნეიტრალური მოლდოვას პრემიერი ალექსანდრ მუნტიანუ უკვე დაეთანხმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე