https://sputnik-georgia.com/20251125/magaroelebi-aqcias-martaven-295946174.html
ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
Sputnik საქართველო
რეგიონში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგანაც უმუშევარ მაღაროელებს დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობები არ აქვთ, აცხადებენ აქციის მონაწილეები 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T21:20+0400
2025-11-25T21:20+0400
2025-11-25T21:19+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278781420_0:116:1280:836_1920x0_80_0_0_d1a97650f1356ddad18a83929fb97416.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და დაგიანებული ხელფასების გადახდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დაახლოებით 2000 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ჭიათურაში ახლანდელი კრიზისი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ პირველად შეაჩერა საქმიანობა. შემდეგ კომპანიამ პირობა დადო, რომ ოთხი თვის განმავლობაში მოაგვარებდა ფინანსურ პრობლემებს და საქმიანობის შეჩერების პერიოდში მაღაროელებს ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ვალდებულებები არ შესრულებულა. საკითხის მოსაგვარებლად შეიქმნა სამმხრივი კომისია, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან.მისი თქმით, რეგიონში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგანაც უმუშევარ მაღაროელებს დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობები არ აქვთ.თებერვალში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო მოპოვების ოპერაციების სრული შეჩერების შესახებ განაცხადა, რამაც დაახლოებით 3,5 ათასი მაღაროელი სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ დადგა.Georgian Manganese Holding-ში ფინანსური კრიზისი წარმოიშვა სოფელ შუქრუთის მოსახლეობისა და მაღაროელთა ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის ფონზე. ამ ორ მაღაროში კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა. კრიზისის ფონზე Chiatura Management Company-მა სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278781420_79:0:1216:853_1920x0_80_0_0_1ccdf9fc7c9351dce293daec520a7a77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ
ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
რეგიონში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგანაც უმუშევარ მაღაროელებს დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობები არ აქვთ, აცხადებენ აქციის მონაწილეები
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და დაგიანებული ხელფასების გადახდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დაახლოებით 2000 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ჭიათურაში ახლანდელი კრიზისი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ პირველად შეაჩერა საქმიანობა. შემდეგ კომპანიამ პირობა დადო, რომ ოთხი თვის განმავლობაში მოაგვარებდა ფინანსურ პრობლემებს და საქმიანობის შეჩერების პერიოდში მაღაროელებს ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ვალდებულებები არ შესრულებულა. საკითხის მოსაგვარებლად შეიქმნა სამმხრივი კომისია, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან.
„სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ჭიათურაზე. ამ დროისთვის 2000 მაღაროელი უმუშევარია, ხოლო 1600 დასაქმებული ადამიანი უკიდურეს მდგომარეობაშია. ამიტომაც, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს 2000 მაღაროელი დაუბრუნდეს სამსახურს, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად ქალაქისთვის“, - განუცხადა მედიას აქციის მონაწილე ტარიელ მიქაცაძემ.
მისი თქმით, რეგიონში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგანაც უმუშევარ მაღაროელებს დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობები არ აქვთ.
თებერვალში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო მოპოვების ოპერაციების სრული შეჩერების შესახებ განაცხადა, რამაც დაახლოებით 3,5 ათასი მაღაროელი სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ დადგა.
Georgian Manganese Holding-ში ფინანსური კრიზისი წარმოიშვა სოფელ შუქრუთის მოსახლეობისა და მაღაროელთა ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის ფონზე. ამ ორ მაღაროში კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა. კრიზისის ფონზე Chiatura Management Company-მა სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".