https://sputnik-georgia.com/20251125/kobaxidze-parlamentshi-wardgeba-295935552.html
მსხვილი ინვესტიციები და განათლების რეფორმა: ირაკლი კობახიძე პარლამენტში დაიბარეს
მსხვილი ინვესტიციები და განათლების რეფორმა: ირაკლი კობახიძე პარლამენტში დაიბარეს
Sputnik საქართველო
ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვებს იმ ორ საჭირბოროტო საკითხზე დაუსვამენ, რომელიც ბოლო დროს ქვეყანაში აქტიურად განიხილება. 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T14:01+0400
2025-11-25T14:01+0400
2025-11-25T14:01+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს ოთხშაბათს, 26 ნოემბერს უპასუხებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" დაიბარა - კითხვები განათლების რეფორმას და არაბულ ინვესტიციას შეეხება.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს კითხვებს ორ მთავარ თემაზე დაუსვამენ. პირველი ეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ განათლების რეფორმას. მეორე კი უპრეცენდენტო ინვესტიციას - უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტს საქართველოში, რომელთა განხორციელებაც ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტები საქართველოში, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტო 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მწვანე შუქს უნთებს არაბების მასობრივ მიგრაციას საქართველოში.გარიგების დეტალები საქართველოს მთავრობა 6,6 მლრდ დოლარის ღირებულების Eagle Hills-ის პროექტის აქციონერი და არაბული დეველოპერული კომპანიის შვილობილი კომპანიის 33%-იან წილის მფლობელი გახდა.ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება. ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.განათლების რეფორმა საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ. ძირითად ინიციატივებს შორისაა - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რეფორმა, დაფინანსების პროგრამის ცვლილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელების მიღების შეზღუდვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მსხვილი ინვესტიციები და განათლების რეფორმა: ირაკლი კობახიძე პარლამენტში დაიბარეს
ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვებს იმ ორ საჭირბოროტო საკითხზე დაუსვამენ, რომელიც ბოლო დროს ქვეყანაში აქტიურად განიხილება.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს ოთხშაბათს, 26 ნოემბერს უპასუხებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" დაიბარა - კითხვები განათლების რეფორმას და არაბულ ინვესტიციას შეეხება.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს კითხვებს ორ მთავარ თემაზე დაუსვამენ. პირველი ეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ განათლების რეფორმას. მეორე კი უპრეცენდენტო ინვესტიციას - უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტს საქართველოში, რომელთა განხორციელებაც ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს.
„ყველას კარგად გვახსოვს ამ უსამშობლოების მხრიდან საქართველოს უახლოეს ისტორიაში მართლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ აჟიოტაჟი", - განაცხადა კირცხალიამ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციის შესახებ.
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტები საქართველოში, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტო 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მწვანე შუქს უნთებს არაბების მასობრივ მიგრაციას საქართველოში.
საქართველოს მთავრობა 6,6 მლრდ დოლარის ღირებულების Eagle Hills-ის პროექტის აქციონერი და არაბული დეველოპერული კომპანიის შვილობილი კომპანიის 33%-იან წილის მფლობელი გახდა.
ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას.
რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.
ძირითად ინიციატივებს შორისაა - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რეფორმა, დაფინანსების პროგრამის ცვლილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელების მიღების შეზღუდვა.