https://sputnik-georgia.com/20251125/kerzo-kompaniebi-rkinigzas-vegar-daicaven-295943381.html
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
Sputnik საქართველო
რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების... 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T21:00+0400
2025-11-25T21:00+0400
2025-11-25T21:00+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445784_0:21:1280:741_1920x0_80_0_0_74ab8beec2b95034eb44298022153471.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რკინიგზის სადგურებში სატვირთო და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას კერძო კომპანიების ნაცვლად საქართველოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს - შესაბამისი ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსში“ შედის.ცვლილებების თანახმად, კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ.კანონპროექტში ნათქვამია, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. „საქართველოს რკინიგზა" ასევე უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445784_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4822d83acfcefaf10a7222fbadfd6579.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, კანონმდებლობა
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რკინიგზის სადგურებში სატვირთო და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას კერძო კომპანიების ნაცვლად საქართველოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს - შესაბამისი ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსში“ შედის.
ცვლილებების თანახმად, კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. „საქართველოს რკინიგზა" ასევე უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.