https://sputnik-georgia.com/20251125/biometriul-pasportebtan-dakashirebit-cvlilebebi-xorcieldeba-295942519.html
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ცვლილებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი... 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T19:37+0400
2025-11-25T19:37+0400
2025-11-25T19:37+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23013/67/230136783_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_1a22b8e85efef3df51cd47fe699a5c6b.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის.მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს მოწმობის წვდომის კოდს, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და QR-კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.). ასევე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება თითის ანაბეჭდი.საკანონმდებლო ცვლილებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.პროექტის თანახმად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე 4 წლის ვადით გაიცემა, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, ის განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით.იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკის, პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიისა და მისი ფუნქციონალის მოძველების გამო, რადგან ისინი თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობენ.პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID-ბარათი) არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე - პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23013/67/230136783_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_5ace08ccdf55214b88741357b469ccf1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება
საკანონმდებლო ცვლილებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.
ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის.
მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს მოწმობის წვდომის კოდს, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და QR-კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.). ასევე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება თითის ანაბეჭდი.
საკანონმდებლო ცვლილებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.
პროექტის თანახმად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე 4 წლის ვადით გაიცემა, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, ის განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკის, პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიისა და მისი ფუნქციონალის მოძველების გამო, რადგან ისინი თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობენ.
პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID-ბარათი) არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე - პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.