https://sputnik-georgia.com/20251125/axali-stadionis-msheneblobaze-tenderi-shewkda-295937172.html
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა
Sputnik საქართველო
70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, ფეხბურთისა და რაგბის მატჩებისთვის ყველაზე დიდი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს... 25.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-25T16:00+0400
2025-11-25T16:00+0400
2025-11-25T16:00+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_0:152:3000:1840_1920x0_80_0_0_e28d11d77d0dfdbde144656df7dc8f3a.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გამარჯვებული კომპანია ამ ეტაპზე ვერ გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, ფეხბურთისა და რაგბის მატჩებისთვის ყველაზე დიდი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა. ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ 876 მილიონლარიან ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა - ქართული კომპანია „ანაგი“, ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია „მაკრო კონსტრაქშენი“ და შპს „ინშაატჩი“ და თურქული კომპანია YDA İNŞAAT. უწყების ცნობით, რადგან ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია „ანაგი" მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობას 850 მლნ ლარად სთავაზობდა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა - 744,9 მლნ ლარის ოდენობით. ქართულ-აზერბაიჯანული კომპანიის შეთავაზებული ფასი კი 789,4 მლნ ლარი იყო. უეფას ახალი მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობის დაწყება 2026 წლის აპრილშია დაგეგმილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. სტადიონზე ჩატარდება როგორც საფეხბურთო, ისე რაგბის მატჩები. სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. სტადიონის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა. სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტის მახლობლად, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ. გეგმით გათვალისწინებულია ახალი სატრანსპორტო კვანძების დაპროექტება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს სტადიონზე სწრაფ წვდომას ქალაქის სხვადასხვა უბნიდან და კომფორტულ მგზავრობას. საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვაზე განაცხადს შეიტანს. დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონი „დინამო არენაა“ - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი თბილისში. ის დაახლოებით 55 ათას მაყურებელს იტევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_345:0:3000:1991_1920x0_80_0_0_dd26dfdb3da5688f98698ae76100254b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა
70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, ფეხბურთისა და რაგბის მატჩებისთვის ყველაზე დიდი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გამარჯვებული კომპანია ამ ეტაპზე ვერ გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, ფეხბურთისა და რაგბის მატჩებისთვის ყველაზე დიდი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა. ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ 876 მილიონლარიან ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა - ქართული კომპანია „ანაგი“, ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია „მაკრო კონსტრაქშენი“ და შპს „ინშაატჩი“ და თურქული კომპანია YDA İNŞAAT.
უწყების ცნობით, რადგან ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
„კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია „ანაგი" მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობას 850 მლნ ლარად სთავაზობდა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა - 744,9 მლნ ლარის ოდენობით. ქართულ-აზერბაიჯანული კომპანიის შეთავაზებული ფასი კი 789,4 მლნ ლარი იყო.
უეფას ახალი მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობის დაწყება 2026 წლის აპრილშია დაგეგმილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. სტადიონზე ჩატარდება როგორც საფეხბურთო, ისე რაგბის მატჩები. სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.
სტადიონის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა. სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტის მახლობლად, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ. გეგმით გათვალისწინებულია ახალი სატრანსპორტო კვანძების დაპროექტება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს სტადიონზე სწრაფ წვდომას ქალაქის სხვადასხვა უბნიდან და კომფორტულ მგზავრობას.
საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვაზე განაცხადს შეიტანს.
დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონი „დინამო არენაა“ - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი თბილისში. ის დაახლოებით 55 ათას მაყურებელს იტევს.