https://sputnik-georgia.com/20251124/saqartvelosi-tyis-xanzrebis-ramdenime-kera-fiqsirdeba-saagento-295923756.html
საქართველოში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება - სააგენტო
საქართველოში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება - სააგენტო
Sputnik საქართველო
სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება, აღნიშნავენ ეროვნული სატყეო სააგენტოში. 24.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-24T16:48+0400
2025-11-24T16:48+0400
2025-11-24T16:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ხანძრები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/04/289738713_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_0210b5d5ab77bd230f4916c58f4b550f.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულები არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის გამო, გამოიწვევს დაჯარიმებას. სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი, უწყვეტი პატრულირების პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე.ცოტა ხნის წინ განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა. უწყება მოწოდებს მოსახლეობას, მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/04/289738713_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_56a1b522b22e1b1f4e5996f9b196757b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ხანძრები საქართველოში , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, ხანძრები საქართველოში , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება - სააგენტო
სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება, აღნიშნავენ ეროვნული სატყეო სააგენტოში.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება.
„ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება. ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას - ეკალ-ბარდებს უკიდია. ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულები არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის გამო, გამოიწვევს დაჯარიმებას.
სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი, უწყვეტი პატრულირების პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ცოტა ხნის წინ განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა. უწყება მოწოდებს მოსახლეობას, მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.