https://sputnik-georgia.com/20251124/rusettan-ekonomikuri-urtiertobebis-formalizaciis-perspeqtivebi-mrgvali-magida-tbilissi-295924296.html
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფორმალიზაციის პერსპექტივები - მრგვალი მაგიდა თბილისში
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფორმალიზაციის პერსპექტივები - მრგვალი მაგიდა თბილისში
Sputnik საქართველო
ექსპერტებმა - პოლიტოლოგებმა და ეკონომისტებმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენაზე გაცვალეს მოსაზრებები, საქართველოსთვის ოპტიმალური პროექტების ძიებაში. 24.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-24T17:30+0400
2025-11-24T17:30+0400
2025-11-24T17:30+0400
საქართველო
რუსეთი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/18/295923913_0:83:901:589_1920x0_80_0_0_7b3c587b11a3f13157ebd51d130db2d6.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საჭიროა, ამჟამინდელი ქაოტური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გადავიდეს ინსტიტუციურ დონეზე, ხელი შეეწყოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას რუსულ ბაზარზე, განაცხადა დახურულ მრგვალ მაგიდაზე თბილისში ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემევრაზიის ინსტიტუტმა დახურულ ფორმატში გამართა მორიგი საექსპერტო მრგვალი მაგიდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კონტექსტში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების პერსპექტივების განხილვას მიეძღვნა.გულბაათ რცხილაძემ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ კოვიდის "ლოკდაუნით" გამოწვეული შოკის შემდეგ, ქართულმა ეკონომიკამ რუსეთთან ვაჭრობითა და რუსეთიდან ადამიანებისა და კაპიტალის შემოდინებით მოითქვა სული, 2022 წლიდან მოყოლებული, რასაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმაც შეუწყო ხელი. თუმცა საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე მიბმულობა უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რაც შესაბამისი დასკვნების საფუძველი უნდა გახდეს.„საქართველო არც ერთი იმ რეგიონული ორგანიზაციის წევრი არ არის, სადაც რუსეთი და/ან ჩინეთი არიან წარმოდგენილნი - შოსი, ბრიკსი, დსთ. ამიტომ, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის საკითხები ორმხრივი დიალოგის გზით უნდა განვიხილოთ. თუ რამდენად ეფექტურად იქნება სტრუქტურირებული ეს დიალოგი, მათ შორის იქნება დამოკიდებული ქართული ბიზნესის პოზიცია რუსეთის ბაზარზე და ქართული ეკონომიკის მდგრადობა“, - ხაზგასმით აღნიშნა რცხილაძემ.ექსპერტებმა - პოლიტოლოგებმა და ეკონომისტებმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენაზე გაცვალეს მოსაზრებები, საქართველოსთვის ოპტიმალური პროექტების ძიებაში. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მეტი პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა, რაც ისევ პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირებას შეუწყობს ხელს.დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორმა, ეკონომისტმა იოსებ არჩვაძემ, სომხეთის ორბელის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ანდრანიკ ოვანისიანმა, პროფესორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე რუსეცკიმ, აღმოსავლეთმცოდნემ ვასილ პაპავამ, ფონდ "ისტორიული მემკვიდრეობის" დამფუძნებელმა ტარიელ გაგნიძემ, ჟურნალისტმა დავით ახვლედიანმა, ეკონომისტმა გიგი მაღლაკელიძემ და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/18/295923913_2:0:897:671_1920x0_80_0_0_d84250106b9ab34725d87a296ca6870c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფორმალიზაციის პერსპექტივები - მრგვალი მაგიდა თბილისში
ექსპერტებმა - პოლიტოლოგებმა და ეკონომისტებმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენაზე გაცვალეს მოსაზრებები, საქართველოსთვის ოპტიმალური პროექტების ძიებაში.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საჭიროა, ამჟამინდელი ქაოტური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გადავიდეს ინსტიტუციურ დონეზე, ხელი შეეწყოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას რუსულ ბაზარზე, განაცხადა დახურულ მრგვალ მაგიდაზე თბილისში ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ
ევრაზიის ინსტიტუტმა დახურულ ფორმატში გამართა მორიგი საექსპერტო მრგვალი მაგიდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კონტექსტში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების პერსპექტივების განხილვას მიეძღვნა.
გულბაათ რცხილაძემ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ კოვიდის "ლოკდაუნით" გამოწვეული შოკის შემდეგ, ქართულმა ეკონომიკამ რუსეთთან ვაჭრობითა და რუსეთიდან ადამიანებისა და კაპიტალის შემოდინებით მოითქვა სული, 2022 წლიდან მოყოლებული, რასაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმაც შეუწყო ხელი. თუმცა საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე მიბმულობა უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რაც შესაბამისი დასკვნების საფუძველი უნდა გახდეს.
„საქართველო არც ერთი იმ რეგიონული ორგანიზაციის წევრი არ არის, სადაც რუსეთი და/ან ჩინეთი არიან წარმოდგენილნი - შოსი, ბრიკსი, დსთ. ამიტომ, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის საკითხები ორმხრივი დიალოგის გზით უნდა განვიხილოთ. თუ რამდენად ეფექტურად იქნება სტრუქტურირებული ეს დიალოგი, მათ შორის იქნება დამოკიდებული ქართული ბიზნესის პოზიცია რუსეთის ბაზარზე და ქართული ეკონომიკის მდგრადობა“, - ხაზგასმით აღნიშნა რცხილაძემ.
ექსპერტებმა - პოლიტოლოგებმა და ეკონომისტებმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენაზე გაცვალეს მოსაზრებები, საქართველოსთვის ოპტიმალური პროექტების ძიებაში. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მეტი პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა, რაც ისევ პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორმა, ეკონომისტმა იოსებ არჩვაძემ, სომხეთის ორბელის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ანდრანიკ ოვანისიანმა, პროფესორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე რუსეცკიმ, აღმოსავლეთმცოდნემ ვასილ პაპავამ, ფონდ "ისტორიული მემკვიდრეობის" დამფუძნებელმა ტარიელ გაგნიძემ, ჟურნალისტმა დავით ახვლედიანმა, ეკონომისტმა გიგი მაღლაკელიძემ და სხვ.