საქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2025
გამოწერა
გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ოთხ პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
ყველა ახალი ამბავი
0