https://sputnik-georgia.com/20251123/papuashvili-saqartvelos-archevnebshi-charevis-interesi-didia-295913690.html
პაპუაშვილი: საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია
პაპუაშვილი: საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ემიგრანტებზე წნეხი ვეღარ განხორციელდება. 23.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-23T13:49+0400
2025-11-23T13:49+0400
2025-11-23T13:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე, საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.„საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.პაპუაშვილის განცხადებით, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს საქართველოს წინააღმდეგ ემიგრანტების იარაღად გამოყენება.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ „ემიგრანტებზე წნეხი ვეღარ განხორციელდება“.პაპუაშვილის თქმით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ - ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში.როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს უცხო სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. მისი თქმით, როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, როგორც ეს ხდებოდა მოქმედ კოდექსში.როგორც ადრე პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „საარჩევნო კოდექსის" ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ემიგრანტებზე წნეხი ვეღარ განხორციელდება.
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე, საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
პაპუაშვილის განცხადებით, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს საქართველოს წინააღმდეგ ემიგრანტების იარაღად გამოყენება.
„ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა, დიდია. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომაც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული იმისთვის, რათა უცხო იურისდიქციებში ვინმემ არ სცადოს მათი იარაღად გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ „ემიგრანტებზე წნეხი ვეღარ განხორციელდება“.
პაპუაშვილის თქმით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ - ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში.
როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს უცხო სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. მისი თქმით, როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, როგორც ეს ხდებოდა მოქმედ კოდექსში.
როგორც ადრე პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „საარჩევნო კოდექსის" ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.