https://sputnik-georgia.com/20251123/papuashvili-bulgaretshi-gaemgzavra-295914292.html
პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას... 23.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-23T11:49+0400
2025-11-23T11:49+0400
2025-11-23T11:49+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ბულგარეთი
ახალი ამბები
ეკონომიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d5971a1e8b92cc5cdc11656e83efdeeb.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში.უწყების ცნობით, საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა და ასევე, მაღალი დონის შეხვედრები. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.ბულგარეთში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი 24 ნოემბერს დასრულდება.შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისა და თურქეთის ინიციატივით 1993 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიან ორგანიზაციის წევრი 12 სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა) საპარლამენტო დელეგაციები.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_17ee4d9593c9ff67ccc5c45716f8b414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ბულგარეთი , ახალი ამბები, ეკონომიკა, პოლიტიკა
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ბულგარეთი , ახალი ამბები, ეკონომიკა, პოლიტიკა
პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში.
უწყების ცნობით, საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.
ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა და ასევე, მაღალი დონის შეხვედრები.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.
ბულგარეთში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი 24 ნოემბერს დასრულდება.
შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისა და თურქეთის ინიციატივით 1993 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიან ორგანიზაციის წევრი 12 სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა) საპარლამენტო დელეგაციები.