https://sputnik-georgia.com/20251123/kvivishvili-imo-sesiashi-miigbs-monawileobas-295915627.html
მარიამ ქვრივიშვილი IMO-ს 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი IMO-ს 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა. 23.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-23T15:47+0400
2025-11-23T15:47+0400
2025-11-23T15:47+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689801_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_6f5022e9cfb023490a2d9a8c5d3361d5.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა IMO-ს მიერ ჩატარებული ორი აუდიტი: 2015 წელს ნებაყოფლობით გაიარა IMO-ს IMSAS-ის აუდიტი, ხოლო 2025 წელს – სავალდებულო აუდიტი.საქართველოს საზღვაო სექტორში სისტემური რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. მათ შორის, დაინერგა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა, რის გამოც დღეს საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. თეთრ სიაში ირიცხება და საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით მსოფლიოს 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეიძლება დასაქმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689801_51:0:1472:1066_1920x0_80_0_0_120e97f7f7e9c20d7d1413103d82fae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი IMO-ს 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ეკონომიკის მინისტრის შეხვედრა IMO-ს გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან, ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის ორმხრივი შეხვედრები ასამბლეაში მონაწილე რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა IMO-ს მიერ ჩატარებული ორი აუდიტი: 2015 წელს ნებაყოფლობით გაიარა IMO-ს IMSAS-ის აუდიტი, ხოლო 2025 წელს – სავალდებულო აუდიტი.
საქართველოს საზღვაო სექტორში სისტემური რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. მათ შორის, დაინერგა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა, რის გამოც დღეს საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. თეთრ სიაში ირიცხება და საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით მსოფლიოს 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეიძლება დასაქმება.