https://sputnik-georgia.com/20251122/totenhemi-miqautadzeshi-50-mln-evros-gadaixdis-295897615.html
„ტოტენჰემი“ მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ტოტენჰემი“ მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ზაფხულში „ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T16:23+0400
2025-11-22T16:23+0400
2025-11-22T16:23+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/03/294761327_0:267:760:695_1920x0_80_0_0_2f016506a72b2534cb16c00697f6d161.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, „ვილიარეალმა“ გაყიდოს, მისი ტრანსფერით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ზრუნავს და ამისთვის ქართველი ფეხბურთელი იდეალური ვარიანტია. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის საფეხბურთო კლუბი მზადაა, ესპანურ კლუბს სოლიდური თანხა გადაუხადოს.მიმდინარე წლის ზაფხულში „ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. გარდა ამისა, „ლიონი“ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს.გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ იქცა. ქართველმა თავდამსხმელმა კლუბში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი – 12 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა, რაც ადასტურებს მის სწრაფ ადაპტაციას და უფრო მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივას.სხვათა შორის, მიქაუტაძის ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი სწორედ „ტოტენჰემის" წინააღმდეგ შედგა, თუმცა იმ შეხვედრაში „ყვითლები” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. რაც შეეხება ლა ლიგას, „ვილიარეალს" 7 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და 16 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ქართველის ანგარიშზე ახალ გუნდში 5 შეხვედრაში 1 გოლი და საგოლე გადაცემაა.მიქაუტაძე „ვილიარეალში" ფრანგეული „ლიონიდან" გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე თავდამსხმელი ფრანგულ „მეცში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მიქაუტაძემ „ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.მიქაუტაძე „ევრო 2024"-ის საუკეთესო ბომბარდირების ექვსეულში შევიდა - მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/03/294761327_0:196:760:766_1920x0_80_0_0_03b47506b65298c594b6280deadeb176.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ტოტენჰემი“ მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს
მიმდინარე წლის ზაფხულში „ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, „ვილიარეალმა“ გაყიდოს, მისი ტრანსფერით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ზრუნავს და ამისთვის ქართველი ფეხბურთელი იდეალური ვარიანტია. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის საფეხბურთო კლუბი მზადაა, ესპანურ კლუბს სოლიდური თანხა გადაუხადოს.
მიმდინარე წლის ზაფხულში „ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. გარდა ამისა, „ლიონი“ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს.
„ტოტენჰემმა" უკვე დაიწყო გიორგი მიქაუტაძის თამაშზე აქტიურად დაკვირვება. ლონდონური კლუბი შეტევის გაძლიერებას ცდილობს და ქართველი იდეალურად ერგება ამ მოთხოვნას. ინგლისური კლუბი მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ვილიარეალს" 50 მილიონი ევროს შეთავაზება გაუკეთეს, ეს კი “ყვითლებისთვის” მომგებიანი უნდა იყოს”, - წერს გამოცემა.
გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ იქცა. ქართველმა თავდამსხმელმა კლუბში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი – 12 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა, რაც ადასტურებს მის სწრაფ ადაპტაციას და უფრო მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივას.
სხვათა შორის, მიქაუტაძის ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი სწორედ „ტოტენჰემის" წინააღმდეგ შედგა, თუმცა იმ შეხვედრაში „ყვითლები” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. რაც შეეხება ლა ლიგას, „ვილიარეალს" 7 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და 16 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ქართველის ანგარიშზე ახალ გუნდში 5 შეხვედრაში 1 გოლი და საგოლე გადაცემაა.
მიქაუტაძე „ვილიარეალში" ფრანგეული „ლიონიდან" გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე თავდამსხმელი ფრანგულ „მეცში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მიქაუტაძემ „ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიქაუტაძე „ევრო 2024"-ის საუკეთესო ბომბარდირების ექვსეულში შევიდა - მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა.