https://sputnik-georgia.com/20251122/tbilisshi-koreis-vachrobisa-da-investiciebis-saagento-gaixsna-295895934.html
საქართველოში კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისი გაიხსნა
საქართველოში კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისი გაიხსნა
Sputnik საქართველო
KOTRA არის კორეის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ვაჭრობასა და ინვესტიციებს. 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T15:00+0400
2025-11-22T15:00+0400
2025-11-22T15:00+0400
საქართველო
სამხრეთი კორეა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/16/295899192_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a29baea74636fa1522b978d3f5f1981e.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ერთობლივი საწარმოების შექმნას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. 21 ნოემბერს თბილისში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. KOTRA არის კორეის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ვაჭრობასა და ინვესტიციებს. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველომ და კორეამ წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. „ასევე მინდა ხაზი გავუსვა ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას, რომლის თაობაზე მუშაობა ქვეყნებს შორის წარმატებით მიმდინარეობს. ის უზრუნველყოფს მყარ სამართლებრივ საფუძველს და შექმნის დამატებით სტიმულებს საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნა იოსელიანმა. იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მათ შორის, „მწვანე პორტის“ ინიციატივაზე, თევზჭერის პორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე, საზღვაო უსაფრთხოების, სანავიგაციო რუკების შედგენას და საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და სხვა პროექტებზე. საქართველო და კორეასაქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში. კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (EPA) თაობაზე მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყო. გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ EPA-ს ტექსტზე მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტზე ხელმოწერა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება. ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და „საქპატენტიდან". ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 8 თვეში კორეის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვამ 74,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან იანვარ-აგვისტოში კორეაში ექსპორტმა 2,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 72,3 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მიმდინარე წლის 9 თვეში კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 587.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ორ კვარტალში საქართველომ კორეის რესპუბლიკიდან 15 741 ვიზიტორი მიიღო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 14%-ია.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/16/295899192_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_00f3707e99d5a91f6e60fb19e66ad36f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისი გაიხსნა
KOTRA არის კორეის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ვაჭრობასა და ინვესტიციებს.
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ერთობლივი საწარმოების შექმნას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
21 ნოემბერს თბილისში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. KOTRA არის კორეის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ვაჭრობასა და ინვესტიციებს.
„KOTRA-ს ოფისის თბილისში გახსნით დაიწყო ახალი ეტაპი ქვეყნებს შორის მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში. საქართველო გთავაზობთ სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, ძლიერ რეგიონულ კავშირებსა და მზარდ პოტენციალს ლოგისტიკის, სმარტ-ტექნოლოგიების, მწვანე ენერგიის, წარმოებისა და საზღვაო სერვისების მიმართულებით“,– აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველომ და კორეამ წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
„ასევე მინდა ხაზი გავუსვა ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას, რომლის თაობაზე მუშაობა ქვეყნებს შორის წარმატებით მიმდინარეობს. ის უზრუნველყოფს მყარ სამართლებრივ საფუძველს და შექმნის დამატებით სტიმულებს საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნა იოსელიანმა.
იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მათ შორის, „მწვანე პორტის“ ინიციატივაზე, თევზჭერის პორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე, საზღვაო უსაფრთხოების, სანავიგაციო რუკების შედგენას და საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და სხვა პროექტებზე.
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.
კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (EPA) თაობაზე მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყო. გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ EPA-ს ტექსტზე მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტზე ხელმოწერა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება.
ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და „საქპატენტიდან".
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 8 თვეში კორეის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვამ 74,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან იანვარ-აგვისტოში კორეაში ექსპორტმა 2,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 72,3 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მიმდინარე წლის 9 თვეში კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 587.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ორ კვარტალში საქართველომ კორეის რესპუბლიკიდან 15 741 ვიზიტორი მიიღო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 14%-ია.