https://sputnik-georgia.com/20251122/tbilisis-nawils-gazmomarageba-sheuwkda-295896807.html
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ათასობით თბილისელი გაზის გარეშე დარჩა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ათასობით თბილისელი გაზის გარეშე დარჩა
Sputnik საქართველო
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T12:08+0400
2025-11-22T12:08+0400
2025-11-22T12:07+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისი-ენერჯი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/78/236697825_0:80:3357:1968_1920x0_80_0_0_caea6108d85743740fae0f833c1338ec.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიდუბე-ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონში გაზმომარაგება დროებით 8,2 ათას აბონენტს ავარიულად შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy). კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 22 ნოემბრის 14:00 საათიდან დაიწყება და დასრულდება 21:00 საათისთვის. „გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გაზის მიწოდება შეუწყდა როგორც დიდუბე-ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო, კომერციულ მსხვილ და მცირე ობიექტებს. „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/78/236697825_312:0:3043:2048_1920x0_80_0_0_8f0949416e48a36051a14a3deca98abc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, ახალი ამბები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ათასობით თბილისელი გაზის გარეშე დარჩა
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიდუბე-ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონში გაზმომარაგება დროებით 8,2 ათას აბონენტს ავარიულად შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 22 ნოემბრის 14:00 საათიდან დაიწყება და დასრულდება 21:00 საათისთვის.
„გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზის მიწოდება შეუწყდა როგორც დიდუბე-ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო, კომერციულ მსხვილ და მცირე ობიექტებს.
„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.