https://sputnik-georgia.com/20251122/samebis-tazarshi-wminda-giorgi-snawili-daabrzanes-295900430.html
სამების ტაძარში წმინდა გიორგის ნაწილი დააბრძანეს
სამების ტაძარში წმინდა გიორგის ნაწილი დააბრძანეს
Sputnik საქართველო
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ - 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T20:14+0400
2025-11-22T20:14+0400
2025-11-22T20:14+0400
საქართველო
საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527667_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_b81b373c756b9c298f9da5c0d809bf9d.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წმინდა გიორგის ნაწილი დააბრძანეს. ხვალ, 23 ნოემბერს საქართველოში წმიდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქართული საზოგადოების შემოწირულებებითა და „საზოგადოება ივერიისას“ინიციატივით, სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა (ავტორი დავით კაკაბაძე). საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527667_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_ddc09ca3af885b6c51ea56a86e74312a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
სამების ტაძარში წმინდა გიორგის ნაწილი დააბრძანეს
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ - 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წმინდა გიორგის ნაწილი დააბრძანეს.
ხვალ, 23 ნოემბერს საქართველოში წმიდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.
„გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს - წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს)“, - ნათქვამია „საზოგადოება ივერიისას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქართული საზოგადოების შემოწირულებებითა და „საზოგადოება ივერიისას“ინიციატივით, სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა (ავტორი დავით კაკაბაძე).
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.